ქობულეთში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა

ქობულეთში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლაქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ორივე ძმა წარსულში ნასამართლევია.

მისივე თქმით, მკვლელი ჩაბარდა პოლიციას.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.