“ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი აზერბაიჯანის დაკვეთით დაიჭირეს” – მუხთარლი

"ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი აზერბაიჯანის დაკვეთით დაიჭირეს" - მუხთარლიაზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით,  პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა კლინიკა “ლანცეტის” დირექტორიც, ფარმან ჯეირანლი, რომელიც ამ დრომდე ციხეშია.

“ფარმან ჯეირანლის დიდი ხანია ვიცნობ, ის აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ კლინიკა ჰქონდა, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო კლინიკა იყო, ძალიან პოპულარული. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრები მისგან ქრთამს ითხოვდნენ, დაახლოებით, 5-6 წელი ის ქრთამს არ აძლევდა, და დიდი პრობლემები ჰქონდა ამის გამო, საბოლოოდ მან მიატოვა იქაურობა და ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მას დარჩა კონტრაქტები აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან.

მაშინ საქართველოსი 100-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ცხოვრობდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო რომ ის რევოლუციას აფინანსებდა, თუმცა ფარმანს არ აქვს ისეთი დიდი ფული, რომ ეს გააკეთოს.

ის პოლიტიკური პატიმარია, და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს. ის არ უნდა იყოს ციხეში, რადგან ყველამ აღიარა პოლიტიკურ პატიმრად”, – თქვა აფგან მუხთარლიმ.
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ფარმან ჯეირანლი პოლიტიკაში ჩარეული არ ყოფილა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციომ შეცვალა და პატიმრობა 2 წლამდე შეუმცირა, თუმცა შემდეგ უზენაესმა საქმის წარმოების გარეშე ისევ 6 წლიანი სასჯელი დააბრუნა.

მთავარი