კატეგორია: სამართალი

მკვლელობა თბილისში – მოკლულია 65 წლამდე კაცი

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 65 წლამდე კაცი

მკვლელობა თბილისში – მოკლულია 65 წლამდე კაცი. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დამანაშავე, სავარაუდოდ, მეზობელია. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივები მთავარ არხს უყვებიან. რომ ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის შედეგადაც 50 წლამდე კაცმა 65 წლის მეზობელი, დათო შერმაგოვი ცივი იარაღით დაჭრა, […]

„ვიდეოს მომიშვერდა და ამბობდა, რატომ მცემო…“ – რა უთხრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეკას სასამართლოზე

ნიკა ბასილაშვილმა ცოლი ჩოგნით სცემა? – რა მოხდა ნიუ იორკში

ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. სხდომაზე ნეკა დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ, რომელიც მან გამომძიებლებს გამოძიების ეტაპზე წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა. „წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან […]

„ამ დროისთვის ლარსზე რიგში 2,3 ათასი მანქანაა” – ჩრდილოეთ ოსეთის შსს

„ამ დროისთვის ლარსზე რიგში 2,3 ათასი მანქანაა" - ჩრდილოეთ ოსეთის შსს

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსებს, არ წავიდნენ საქართველოში ლარსის გამშვები პუნტქის გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, რიგში 2,3 ათასი მანქანაა. მათივე ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ქვეყნიდან საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთსა და მონღოლეთში გარბიან.

34 მიწის ნაკვეთი, 4 ბინა, სასტუმრო, 13 მანქანა – სუს-მა გოგაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა 

34 მიწის ნაკვეთი, 4 ბინა, სასტუმრო, 13 მანქანა - სუს-მა გოგაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელში აღნიშნულია, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას. „ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ […]

„გვაცნობეს, რომ თუ გლდანში გადაიყვანენ მამაჩემს, ის საკანში მარტო არ იქნება“ – ნინი გოგაშვილი

„გვაცნობეს, რომ თუ გლდანში გადაიყვანენ მამაჩემს, ის საკანში მარტო არ იქნება“ - ნინი გოგაშვილი

ნინი გოგაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცახდებს, რომ შესაძლოა მისი მამა გლდანის ციხეში გადაიყვანონ: „გვაცნობეს, რომ თუ გლდანში გადაიყვანენ მამაჩემს, ის საკანში მარტო არ იქნება, ეს ადასტურებს ფაქტს, რომ რუსული ოცნება ივანიშვილის დავალებით ცდილობს ჩვენს შეშინებას, რომ აღარ ვამხილოთ ეს სისტემა”, – აცხადებს ნინი გოგაშვილი.

ქუთაისში, მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინული ოჯახები გაქურდეს

ქუთაისში, მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინული ოჯახები გაქურდეს

ქუთაისში უკრაინული ოჯახები გაქურდეს. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე დღეს მოხდა. როგორც ცნობილია, გაქურდულია ორი უკრაინული ოჯახი, რომლებიც ქართველების სახლებში დროებით ცხოვრობდნენ.  წაღებულია ოქროულობა და ფულადი დანაზოგი, რომელიც უკრაინელებს სამშობლოდან ჰქონდათ წამოღებული. როგორც ადგილზე ყვებიან, მძარცველები სახლში კარიდან შევიდნენ, მაშინ როდესაც ოჯახებს ბავშვები სკოლაში ჰყავდათ წაყვანილი. უკრაინელები მარიუპოლის მკვიდრნი არიან. ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე დღემდე იბრძვის რუსეთ-უკრაინის […]

თბილისში, კაცი სახლში ყალბ 100-ლარიანებს ამზადებდა და სავაჭრო ქსელში ასაღებდა

პოლიციამ ამოიღო 8.000 ლარი, 44 აბი სუბოქსინი, 247 შეკვრა ნარკოტიკი - აჭარაში 5 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში.  დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100 […]

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

ნიკო კვარაცხელიას დედა - „ბატონო პრემიერო,  მომეცით შვილის გლოვის საშუალება!“

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის […]

საგარეჯოში 35 წლამდე ასაკის აიდინ გამზაევი მოკლეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ასაკის აიდინ გამზაევი მოკლეს. შემთხვევა წუხელ, სოფელ იორმუღანლოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, გამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში ჩაცხრილა. იორმუღანლოში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა. აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა […]

მუხიანში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ქირით ცხოვრობდნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.