რატომ დაიჭირეს სახელმწიფო დაცვის მაღალჩინოსანი?!

რატომ დაიჭირეს სახელმწიფო დაცვის მაღალჩინოსანი?!სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირიან ჯავახიშვილის ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილებას შიმშილობით აპროტესტებენ. უფლებადამცველები სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და საქმეში ომბუდსმენის ჩართვა მოითხოვეს.

ადვოკატი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძის მოთხოვნით, ჯავახიშვილი მატროსოვის ციხის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

უფლაბადამცველის მტკიცებით, სისტემამ მირიან ჯავახიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნმა ანზორ ჩუბინიძის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მათ შორის, იყო სალომე ზურაბიშვილის მცველად სრულიად გამოუცდელი ადამიანის გამწესება.

ამის შემდეგ, ადვოკატების მტკიცებით, ნათია დოღანაძემ ერთ-ერთ ხელმძღვანელს პირადი ცხოვრების გავრცელების გამო უჩივლა, თუმცა დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ  ეს ბლეფიაა და დოღანაძემ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ურჩ თანამშრომელს შეთქმულება მოუწყო.

„ამ ადამიანის იზოლირება ანზორ ჩუბინიძის ხუშტურია. ჯავახიშვილი, იმის გამო დაისაჯა, რომ სამსახურის ნგრევას შეეწინააღმდეგა. ჩუბინიძისა და მისი ინტერესები რომ გადაიკვეთა, ჩუბინიძემ ნათია დიოღანაძე გამოიყენა პირადი შურისძიებისთვის”, – განაცხადა ადვოკატმა.
მოსამართლემ ჯავახიშვილს 6 წლით პატიმრიბა მიუსაჯა.

მირიან ჯავახიშვილის ოჯახი პროკურატურისგან ითხოვს ნატია დოღანაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვოს.

ნათია დოღანაშვილის შესახებ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება „ნოდარ მელაძის შაბათმა” რამდენიმე თვის წინ ჩაატარა.

გამოძიებით ირკვეოდა, რომ  რომ პრეზიდენტს ემსახურებოდა სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა და მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა კიდეც.