მკვლელობა თბილისში – მოკლულია 65 წლამდე კაცი

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 65 წლამდე კაციმკვლელობა თბილისში – მოკლულია 65 წლამდე კაცი. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დამანაშავე, სავარაუდოდ, მეზობელია.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივები მთავარ არხს უყვებიან. რომ ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის შედეგადაც 50 წლამდე კაცმა 65 წლის მეზობელი, დათო შერმაგოვი ცივი იარაღით დაჭრა, შერმაგოვი ადგილზე გარდაიცვალა.

“სვამდა მეზობლეთან და მოუკლია კაცი. პარასკევს იყო. ვისთანაც სვამდნენ იმის სახლში მოკლა, მერე ვითონ წაუღია ეს მკვდარი და დაუტოვებია სახლთან” – ამბობენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

შერმაგოვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლში რამდეიმე წუთის წინ გადაასვენეს.

მთავარი არხი