გუშინ, 8 მარტს, თემქაზე პოლიციის მიერ, შეცდომით დაკავებული 27 წლის ვანო ახობაძე, პოლიციამ გაათავისუფლა. როგორც დაკავებულის დედა, სულიკო ჯამასპაშვილის “მთავარს” უყვება, დაკავებამდე პოლიციამ მის შვილს სცემა. როგორც ირკვევა, ვანო ახობაძე სამართალდამცველებს სხვა პირში აერიათ და შეცდომით დააკავეს. “საშინლად უცემიათ ბავშვი, მერე იმ გოგოს ხელი ჰკრეს, ლამის კიბეზე წააქციეს ამ თანამშრომლებმა. მაგათ აერიათ ვიღაც სხვაში, ვინც უნდა […]
კატეგორია: სამართალი
თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა
თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ […]
გორში პოლიციამ 4 თვის წინ დაკარგული გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა
გორში, პოლიციამ 21 წლის კაცის, გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა. ეს არის ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცველები ოთხი თვის განმავლობაში ეძებდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ცხედარი ფოთლებით იყო დაფარული და მისი ამოცნობა ოჯახის წევრებსაც კი გაუჭირდათ. გიორგი ნონიაშვილი სახლიდან 11 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
“გორში 14 წლის გოგონას უხამს მესიჯებს წერდა” – დააკავეს პატრიოტთა ალიანსის წევრი
შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს. არასრულწლოვანი გოგოს მშობლის ინფორმაციით, 24 წლის კაცს გოგონასთან უხამსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. მინაწერების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ არასრულწლოვანი გოგონას დედამ გადასცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, მიმოწერა, რომელიც საქმეში დევს, სასიყვარულო შინაარსისაა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. […]
“თავის მოკვლა გადაიფიქრა და თოფი პოლიციელს ესროლა” – ვანში გ.მ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ […]
“გორში 50 წლის ზ.მ-მ 13 წლის გოგონა გააუპატიურა და მასზე ფიზიკურად იძალადა” – პროკურატურა
გორში, 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა. „13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების […]
რუსთავში მამაკაცმა 60 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა
რუსთავში მამაკაცმა 60 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტი ე.წ. “სტამბულის” ბაზართან არსებულ მაღაზიაში მოხდა. დამნაშავემ მაღაზიაში კომენდანტის საათის დროს შეაღწია და მამაკაცის ფეხსაცმელები მოიპარა. რუსთავის პოლიციამ მამაკაცი მალავე დააკავა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ბრალდებულმა ფეხსაცმელების ნაწილი გააჩუქა, ნაწილი გაყიდა, ხოლო ნაწილს თავად იცვამდა. ინფო რუსთავი
“ნაცემმა ზ.ს-მ მანქანაში მყოფი 3 პირი ავტომატით ჩაცხრილა” – მკვლელობა სართიჭალაში
საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ზ. ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების, ხოლო ზ. მ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 […]
თარაშ კანდელაკი ციხიდან გამოვიდა
გორში, 2020 წლის 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის შემდგომ გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე გამოძიების 9 – თვიანი ვადის გასვლა გახდა. თარაშ კანდელაკის ერთ-ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი და რასაც ედავებიან, არის არასწორი კვალიფიკაცია. „დაცვის მხარის შუამდგომლობა […]
ოზურგეთში სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს – ნიღბიანმა პირმა 1.000 ლარი წაიღო
ოზურგეთში, სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. არსებული. ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და 1.000 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.










