გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეაგორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 10 მარტს, ცოტა ხნის წინ მოხდა.

მამაკაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. ის “გორმედში” გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს..

,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ”,- განაცხადა ექიმმა მერაბ მაისურაძემ.

წიბასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა, პირადი კონფლიქტის შედეგად, ბასრი საგნით მიაყენა ჭრილობა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა.