„ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში, 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მათი განცხადების საფუძველზე, გასაუბრებაზე დაიბარეს. როგორც ნაყოფია განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი, რაზეც პროკურატურას მალევე მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. მისივე თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც […]
კატეგორია: სამართალი
“ბექა ნემსიწვერიძემ გიგა სადილიანი გაიტანა და მოკლა, მაგრამ არ დაუკავებიათ” – აქცია ქუთაისში
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა. გიგა სადილიანის ახლობლები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ბექა ნემსიწვერიძე ველოსიპედით მოძრავ 19 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა ბექა ნემსიწვერიძე არ დააკავა, არ შეამოწმა ნარკოტიკებზე და სიმთვრალეზე, არ ამოიღო მობილური ტელეფონი და არ მოახდინა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება, […]
ყალბი 100 ლარიანების დამზადება-გასაღებისთვის 4 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის […]
კახი ჟორდანია – “ან დამიბრუნეთ 2 მილიონი ევრო, ან მომეცით კლუბი “დენ ბოსხი”
ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და მერაბ ჟორდანიას ვაჟის, კახი ჟორდანიას დაპირისპირება სასამართლოში გაგრძელდა. პროცესი 9 მარტს დაიწყო. 2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ კახი ჟორდანიასთან კლუბის გადაცემაზე შეთანხმებას მიაღწია და ქართველმა ბიზნესმენმა კლუბში ფული დააბანდა. მაგრამ ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ კახის გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად ფულის გათეთრების ეჭვი გახდა. ამის გამო მან კლუბისგან, ჩადებული ინვესტიციების, ორი მილიონი ევროს დაბრუნება […]
ადვოკატი გოგოლაძე – “მოსამართლე სტურუა უბინძურეს წუმპეშია ამოსვრილი”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის განცხადებით, დაცვის მხარე იბრძოლებს როგორც სამართლებრივად, ასევე, შესაძლოა, აქციების გზითაც. როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ჩამოშლილია და სასამართლო სისტემა ჭაობშია. „ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს. […]
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამო 16-16 წელი მიესაჯათ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის – ზ.ხ-სა და ა.ქ-ს საქმეზე კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და […]
“გოგოს პირველი ქმარი მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში” – გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები
მეზობლების განცხადებით, 8 თვის ბავშვს, რომელიც გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა. როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან და მათ შვილები პირველი ქორწინებიდანაც ჰყავთ. მათი განმარტებით, მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ცოლს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. „ალბათ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბავშვს გულთან დაკავშირებული […]
პროკურატურამ ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრების ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე. “საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული […]
“ზ.შ-მ ცოლს დაარტყა, რომელსაც 8 თვის ბავშვი ეჭირა ხელში – ბავშვი გარდაიცვალა”
გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მისი მამა დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – […]
გურჯაანში ცოლ-ქმარს ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ
გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ტვ გურჯაანი










