შპს „ზეგის“ განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპი, რომელიც ამჟამად პროკურატურაშია, მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნისა, მესამე პირებს ვერ გადაეცემა, რადგან ის კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ზეგიდან“ აცნობეს. შპს „ზეგ“-ი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბოლო დღეებში, […]
კატეგორია: სამართალი
“ცოტნე აღდგომელაძეს ჩხუბში მონაწილე პირმა მანქანა დააჯახა და მოკლა” – რა მოხდა რუსთავში
რუსთავში დაღუპული 17 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ტრაგიკული შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ფოლადაანთკარში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. ირკვევა, რომ 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაძე ბიძასთან, იაგო ჯიქურთან, ერთად სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა. ერთ-ერთ ადგილობრივთან მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ბიძამ ურჩია მას, რომ […]
მარნეულში 37 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
მარნეულში 37 წლის მამაკაცი, აფგან ჯალალოვის, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, იგი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. აფგან ჯალალოვი საგარეჯოში ცხოვრობდა, თუმცა მარნეულს ხშირად სტუმრობდა და მას სახლიც ჰქონდა დაქირავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად ბინაში სხვა პირიც იმყოფებოდა, რომელიც უბედურ შემთხვევას გადაურჩა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც […]
კანონიერმა ქურდმა როლანდ გეგეჭკორმა ზუგდიდელ ბიზნესმენებს 10.000-10.000 ლარის გადახდა დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ “ქურდული სამყაროს” წევრობა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური […]
ზუგდიდში დაკარგული შალვა გულუა სახლში დაბრუნდა
20 დეკემბერს, ზუგდიდში, დისტიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მამაკაცი პოლიციაში გამოცხადდა, ის გამოიკითხა და გაუჩინარების მიზეზებიც განმარტა. შალვა გულუა აცხადებს, რომ დისტიბრუციის მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, შეეშინდა და მიიმალა. ცნობისთვის, სოფელ ყულიშკარში, რამდენიმე დღის წინ, პურის დისტრიბუციის წითელი ფერის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი […]
თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს – მას პატიმრობა შეეფარდა
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, დაკავებულს 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარედგინა ბრალი. არჩილ ბერიანიძის თქმით, მტკიცებულებების ერთ ნაწილს უკვე გაეცნო. თუმცა, საქმის დამატებით მასალებს პროკურატურაში წარუდგენენ, რადგან გამოძიების ფარგლებში, საქმის დამატებითი […]
სამტრედიაში 30 წლის ბ.გ. მეზობლის მკვლელობისთვის დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი […]
39 წლის ს.მ. ნარკოტიკს ქალის კოსმეტიკის კოლოფებში ინახავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე “ალფა პვპ,” […]
ვანო ზანდარაშვილმა ზურაბ საჩიშვილს მანქანაში ესროლა – რას ყვება მიხეილ მიქელაშვილი
თვითმხილველების ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო. „დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ის ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ამბავი. მანქანის გაჩერების ხმა იყო, გაჩერდა მანქანა და მანქანაში ესროლეს, დაგუდული ხმა იყო, გარეთ […]
მარნეულის ავერსის კლინიკის საპირფარეშოში ექიმი გიორგი ბუაძე გარდაცვლილი იპოვეს
მარნეულის ავერსის კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. ექიმმა დაახლოებით 10 დღის წინ კორონავირუსი გადაიტანა და სამსახურში დაბრუნდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა. “ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია,”- […]










