იყალთოში თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ქუჩაში 6 გასროლით მოკლა. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. “სიმთვრალის ბრალი იყო… კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სუფრაზე რაღაც მოხდაო და ამოიღო იარაღი, მოკლა. ჩემი შვილის მეგობარი იყო, ზურა საჩიშვილის მაღალი სიტყვა არ გამიგია. […]
კატეგორია: სამართალი
ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავეს
თელავის საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის, მკვლელობისთვის პროკურატურამ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი: “პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით […]
თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ […]
რუსთავში ოჯახს კომპოტები მოპარეს – “ქილები მაინც დამიბრუნონ”
რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს კომპოტები მოპარეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კომპოტები საოცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, სადარბაზოში სპეციალურად მოწყობილ საკუჭნაოში იყო შენახული. კომპოტების მეპატრონე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ 35 ცალი 3 ლიტრიანი ქილა ატმისა და კომშის კომპოტი მოპარეს. “საკუჭნაოდან, რომელიც სადარბაზოში მაქვს, კომპოტები მომპარეს. სიმბოლურად ერთი ქილა დამიტოვეს, ეტყობა მთელი ზაფხული რომ ვიწვალე […]
“ელიზა კალანდაძეს ნასვამმა ქმარმა ფული მოსთხოვა და უარის გამო დანით მოკლა”
სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, სიძემ დაჭრის შემდეგ მეუღლე შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საუბრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა. გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვამდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა. […]
დაკარგული ჯარისკაცი თეიმურაზ გიუნაშვილი თბილისის სასტუმროში იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის, პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჯარისკაცი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვნეს. სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 […]
სამტრედიაში 32 წლის მ.მ-მ 47 წლის ცოლს დანა ესროლა და მოკლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც მას არტერიაში მოხვდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შსს-მ ასეთი განცხადება გაავრცელა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული […]
ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა მისმა გამტაცებელმა უკან დააბრუნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია. ის და მისი გამტაცებელი, 21 წლის კაცი ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. როგორც გოგოს მამა ამბობს, გამტაცებელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გამტაცებლის მამა კი ადასტურებს, რომ მისმა შვილმა გოგო მას შემდეგ დააბრუნა, რაც არასრულწლოვანმა კაცთან დარჩენაზე უარი თქვა. გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან […]
თბილისში ვაკეში მამაკაცი დაჭრეს
ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ყბა-სახის ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის […]
კახეთში მოკლული მამაკაცი რუსთაველი ზურაბ ბენაშვილია – მისი მკვლელობისთვის თომა ბაბისაშვილია დაკავებული
თელავში რუსთაველი მამაკაცი მოკლეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 38 წლის ზურაბ ბენაშვილი, სოფელ ფშაველში მყოფ მეუღლესთან მის სანახავად ჩავიდა. სოფლის გზაზე, ბენაშვილსა და მისი ცოლისძმას, თომა ბაბისაშვილს, შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ცოლის ძმამ, სიძის მიმართ სანადირო თოფიდან 1 გასროლა მოახდინა რის შემდეგაც ბენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულის მამა თამაზ ბაბისაშვილი დეტალებს “კურიერთან” იხსენებს და ყვება, რომ ყოფილ […]









