პანკისში დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს

პანკისში დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლესპანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბაადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს. ადვოკატის მტკიცებით, მას სამი წელი ჰქონდა მისჯილი და სრულად მოიხადა.

სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც აიყვანა. მათ შორის იყო ბაადურ ჩოფანაშვილიც.

ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა.

სწორედ ამ ოპერაციის დაწყებას ემსხვერპლა ვახა მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი.