შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური […]
კატეგორია: სამართალი
ვარკეთილში ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” დააყაჩაღეს
ვარკეთილში ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მისულ თანამშრომლებს ტოტალიზატორის შენობა დაზიანებული დახვდათ. პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. “მთავარის” ინფორმაციით კი თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს
ადვოკატი მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ხვალ თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რის გამოა ის უწყებაში დაბარებული. „ხვალ მობრძანდით 17:00 საათზე დასკვნების გასაცნობადო და უნდა გაგესაუბროთო. მე არ ვიცი, რა თემაზე უნდა გაგვესაუბრონ. მე არაერთხელ მითქვამს, პეტიციაც კი გავაკეთე, რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე. […]
ქობულეთში 45 წლის მამაკაცი ქუჩაში თოფით მოკლეს
ქობულეთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, კაცს სანადირო თოფი პირდაპირ ქუჩაში ესროლეს. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. “მამაკაცი კლინიკაში რომ მოიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო, მაშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი გახლდათ”,- განაცხადეს ქობულეთის კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით […]
ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურაში გამოიკითხა
ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუმარტეს, ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან […]
“მანქანის ყიდვის მსურველებს თანხის ნაწილს მოტყუებით არიცხვინებდნენ” – პოლიციამ 3 პირი დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი: – 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების […]
“გასაღებულია 8.000 ცალი ყალბი 1 ლარიანი მონეტა”
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. „აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინ ტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ხდებოდა მისი […]
ლომთათიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ნ.დ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების […]
ბიძინა ესებუას პატიმრობა შეეფარდა
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბრალდებულმა ბიძინა […]
სროლა თბილისში – ლომთათიძეზე 35 წლის მამაკაცი დაიჭრა
ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი დაჭრა. დაჭრას კი წინ მათ შორის კონფლიქტი უძღოდა. მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა. 35 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, გასროლის ხმა მეზობლად […]










