გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იპნ
კატეგორია: სამართალი
გომელაური – “მკვლელობამ 11%-ით მოიმატა, კიბერდანაშაულმა – 24%-ით, სამაგიეროდ, სხვა დანაშაულები შემცირდა”
გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა. „ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის […]
თეონა თამაზაშვილი – “როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობა მათაც”
იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც, – ამის შესახებ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საკმაო მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ ოჯახმა სტრასბურის სასამართლოში იჩივლოს. “თუკი თამუნა […]
კლინიკა „ვივამედში“ 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა კლინიკა “ვივამედში”. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებული პაციენტის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ცივი იარაღით დაჭრილია 24 წლის დაცვის თანამშრომელი. მას ამ დროისთვის მძიმე ოპერაცია უტარდება. როგორც ცნობილია, გარდაცვლილ მსჯავრდებულს გარკვეული ნივთები ჰქონდა გადაყლაპული, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, თუმცა იგი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა მედპერსონალთან შეხვედრას ითხოვდა, რისი საშუალებაც დაცვის თანამშრომელმა […]
17 წლის რ.ნ-ს დახმარებით სხვადასხვა ანგარიშებიდან 72.500 ლარი მოიპარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 […]
ვალერი ვერულიძის მკვლელობისთვის ედუარდ მსხალაძე დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ედუარდ მსხალაძე ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ […]
გიორგი რურუას ციხეში ცემის ფაქტზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავეს
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, მსჯავრდებულ გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით […]
ვალერი ვერულიძე კარტის თამაშის დროს მოკლეს
ქობულეთში 15 დეკემბერს მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა. […]
მიხეილ სარჯველაძე – „3 მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა 20 წლიანით შეეცვალა“
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 3 მსჯავრდებულს, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს შეფარდებული, სასჯელის სახე ვადიან თავისუფლების აღკვეთად გარდაექმნა, რომელიც 20 წლით განისაზღვრება. „საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც […]
საბერძნეთში ქართველების ჯგუფი 24 ძარცვისთვის დააკავეს
ბერძნულ მედიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს. ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან. წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე […]










