კლინიკა „ვივამედში“ 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

კლინიკა „ვივამედში“  24 წლის ახალგაზრდა დაჭრესსისხლიანი დაპირისპირება მოხდა კლინიკა “ვივამედში”. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებული პაციენტის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ცივი იარაღით დაჭრილია 24 წლის დაცვის თანამშრომელი. მას ამ დროისთვის მძიმე ოპერაცია უტარდება.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილ მსჯავრდებულს გარკვეული ნივთები ჰქონდა გადაყლაპული, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, თუმცა იგი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა მედპერსონალთან შეხვედრას ითხოვდა, რისი საშუალებაც დაცვის თანამშრომელმა არ მისცა. ხელჩართულ ჩხუბში მსჯავრდებულის ძმამ დაცვის 24 წლის თანამშრომელი დანით დაჭრა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. შსს-მ უკვე დააკავა რამდენიმე პირი, ვინც ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა.