საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 450 ადამიანს გადააჭარბა. ინფორმაციას “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ავრცელებს. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევების მიზეზი, ხშირად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. კვლევა ბოლო ერთ წელს მოიცავს. საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ავარიების რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი. “2020 წლისთვის საქართველოს უნდა გაენახევრებინა გზებზე დაღუპულთა […]
კატეგორია: სამართალი
ნინო კალანდაძე – “ბრალდება საქმეს ვერ კრავს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს”
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც კალანდაძე განმარტავს, 2012 წელს, ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მის მიერ გაკეთებული განმარტება სასამართლოში ტელეფონში ჩაურთეს, მოასმენინეს და შეთანხმდნენ, რომ ეს იყო […]
ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული სავარაუდოდ, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. „ინტერპრესნიუსი“ თავად ნინო კალანდაძეს დაუკავშირდა. კალანდაძე ადასტურებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის […]
ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ჭოჭუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ადვოკატი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს. „მინდა გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შევხვდე, რათა ლევან ზურაბაშვილის საქმე მასთან ძირფესვიანად გავიარო“, – აცხადებს ჭოჭუა. ადვოკატის განმარტებით, მას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაუკავშირდა და საქმეში ჩართვა სთხოვა. გიორგი ჭოჭუამ […]
ნარკოტიკები კურიერს სკუტერით გადაჰქონდა – 28 წლის თ.ტ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული […]
დიღმის მასივში კორპუსთან ქალის ცხედარი იპოვეს
ბაჩალიაშვილის საქმის საიდუმლო მასალები პროკურატურამ ადვოკატებს არ მისცა
ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს გრიფით საიდუმლო მასალებს უნდა გაცნობოდნენ, თუმცა პროკურატურამ საკითხი გადაავადა. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის, აზრით, პროკურატურა განზრახ აჭიანურებს საიდუმლო მასალების ადვოკატებისთვის გაცნობას. “ამდენი ხანია ველოდები მასალებთან გაცნობას. ნელ-ნელა ირკვევა, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და არც მუხლის გადაკვალიფიცირება უნდათ. არ გავჩერდები, სანამ სიმართლეს არ მივაკვლევ”, – ამბობს თამაზაშვილი. ადვოკატ მიხეილ […]
ხაშურის ბენზინის სადგურიდან ყაჩაღებმა 65 ლარი წაიღეს
ხაშურში “გალფის” ბენზინგასამართი სადგურიდან შეიარაღებულმა პირებმა თანხა წაიღეს – შსს-მ მომხდარზე 2 პირი უკვე დააკავა. როგორც ბენზინგასამართზე მომუშავე ერთერთი ადამიანი ამბობს, დამნაშავეებმა მხოლოდ მინიმალური რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს. “თურმე თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, მოგვეცი ფული და არაფერი მოხდებაო. როგორც ვიცი, 65 ლარამდე თანხა წაიღეს, რკინის ლარიანი და ორლარიანები, სხვა ვერაფერი”, – ამბობს “გალფის” თანამშრომელი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
ხაშურში გალფის ბენზინის სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 2 პირი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდასხმა 23 ნოემბერს გვიან ღამით ,,გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. შენობაში ორი პირი თანხის მითვისების მიზნით შეიჭრა და მუქარის გამოყენებით ცდილობდა სხვისი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მითვისებას. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების […]
რესტორან ვარაზთან 1 პირი დაჭრეს
თბილისში, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც რესტორან “ვარაზთან” ერთი ადამიანი დაჭრა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ურთიერთიერთდაპირისპირების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. რუსთავი 2









