კატეგორია: სამართალი

გლდანის კარფურში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ყელში დანა დაარტყა

გლდანის კარფურში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ყელში დანა დაარტყა

გლდანში მდებარე სავაჭრო ცენტრ კარფურში კაცი ყოფილ ცოლს თავს დაესხა და საკანცელარიო დანით ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და მან საპატიმრო გუშინ დატოვა. თავდასხმის ფაქტი კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა. “უბრალოდ შემოვიდა, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. 5 წამის განმავლობაში მოხდა ყველაფერი და 5 წამშივე დასრულდა”, – განაცხადა ნინო რამიშვილმა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, […]

ნიდერლანდებში ქართველს, რომლის ბინაში 12 მილიონი ევრო იპოვეს, 3,5 წელი მიუსაჯეს

ნიდერლანდებში ქართველს, რომლის ბინაში 12 მილიონი ევრო იპოვეს, 3,5 წელი მიუსაჯეს

ნიდერლანდებში დაკავებულ ქართველს, რომლის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ 12 მილიონ ევროზე მეტი ამოიღო, პატიმრობა 3.5 წლით მიუსაჯეს. 35 წლის მამაკაცი ზაფხულში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში სამართალდამცავებმა 12 მილიონი ევრო, ფულის სათვლელი მანქანა, 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მამაკაცს ბრალი ფულის გათეთრებაში ედებოდა. თავად მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს, მისი განმარტებით, სარდაფში არსებული დიდი […]

ლევან ზურაბაშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა – “მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით”

ლევან ზურაბაშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა - "მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით"

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. “მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა, – რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, […]

ლევან ზურაბაშვილი დედას – “რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?”

ლევან ზურაბაშვილი დედას - "რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?"

რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე? – ამ სიტყვებით მიმართა დედას წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ბრალდებულს სხდომის დაწყებამდე დედამ სთხოვა, ჩუმად ყოფილიყო. “დედა ხომ გინდა, ცოცხალი გყავდეს”, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ. “ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, […]

”ალტერნატივას” ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

”ალტერნატივას” ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, მოძრაობა ”ალტერნატივას” ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც  დაზარალებული პირის მიმართ ძალადობას ან ცემას გულისხმობს. ბერიძე და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ  პოლიტიკური დევნა დაიწყო. საქმე ეხება 19 ნოემბერს ქართული ოცნებისა და ალტერნატივას აქტივისტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. მოძრაობის წევრები “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი მანველიძის საცხოვრებელ სახლთან გაერთიანებული […]

17 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

17 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, 17 წლის გოგო დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა აბაზანაში იპოვეს. მათივე ინფორმაციით, აბაზანაში წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული და უბედური შემთხვევაც ამან გამოიწვია. ადგილზე დღეს ექსპერტ -კრიმინალისტებმა იმუშავეს. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მთავარი

დავით ფურცხვანიძე ციხიდან 7.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

"დუმილის უფლებას ვიყენებ" - დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. მას საქალაქო სასამართლომ […]

ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარედგინა და ფსიქიატრიული შემოწმება დაენიშნა

ბანკზე თავდამსხმელი - "მოვითხოვ, დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და 3 კანონი მიიღონ" - ვიდეო

პროკურატურამ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 […]

დავით ფურცხვანიძე ციხიდან გამოუშვეს

"სატელიტის ფოტოები უცხოეთიდან მომაწოდეს, ვიძიებ დიდ საქმეს, რომლის ნაწილია ბაჩალიაშვილის საქმე" - დავით ფურცხვანიძე

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუ რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ეს უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ დავით ფურცხვანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მედიასთან კომენტარებს აღარ აკეთებს. ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 […]

ქუთაისში 15 წლის რომიკო ადეიშვილს ეძებენ

ქუთაისში 15 წლის რომიკო ადეიშვილს ეძებენ

ქუთაისში 15 წლის ბავშვს ეძებენ. რომიკო ადეიშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. დაკარგულის მშობლებმა პოლიციას მიმართეს. ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ იცის დაკარგულის ადგილსამყოფელი, ან რამე ინფორმაცია მოზარდის შესახებ, დარეკონ ნომერზე: 557 23 95 53. იპნ