ეს არის ჩემი ბინა, თუმცა პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანა გარეთ,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “რეფორმერი ფიტნესიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის ხვალ, 30 ნოემბერს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. “ველოდებით როდის დაასრულებს პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს, მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩემი ბინა და თუ მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომელიმე შპს-სთან, რომელიც […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში, რეფორმერი ფიტნესში, პოლიცია შევიდა
ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის. ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა. „ვიცოდით, რომ ზურა […]
მოზარდების პორნოგრაფიის შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში 43 წლის ა.რ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული […]
“თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეში 2 მამაკაცი იკვეთება”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქმის მასალებზე გრიფით „საიდუმლოს“ სტატუსის მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს. როგორც მიხეილ რამიშვილმა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაშიფრულია ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დაკითხული პირების შესახებ. „მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გრიფით „საიდუმლოს“ სანამ მოხსნიდნენ, მთელი რიგი მასალა ამოღებულია და კარგად გადაამოწმეს. დაშიფრულია, თუ ვინ არიან […]
შსს-მ ინტერპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი – 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებულ ავტომობილს […]
გიორგი გაბუნია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ბრალი დაუმძიმდა ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი […]
“საქართველოს ბანკის” დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს
„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ ქვეპუნქტით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სუსმა ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან გააფორმა 170.400 ლარის ღირებულების, 12 თვიანი იჯარის […]
მოქალაქისგან მანქანა იქირავა და მისი ნაწილები გაყიდა – ტ.ბ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და […]
ქარელში 2 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირმა გაჟონა. ისინი მუშები იყვნენ. შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარს შსს 116-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ქართლი










