ქარელში 2 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქარელში 2 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვესქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სახლში
ბუნებრივი აირმა გაჟონა.

ისინი მუშები იყვნენ.

შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

აღნიშნულ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარს შსს 116-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ქართლი