სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინ როცა მისი ქმარი სუს-დანაც და „ქართული ოცნებიდანაც” წასული იყო, მათთან სახლში ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ „საქართველოს რკინიგზაში”, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა. „ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის […]
კატეგორია: სამართალი
კახა კუკავა დააკვეს – შეტაკებები ლოტკინზე
შეტაკებები პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ლოტკინის დასახლებაში – სამართალდამცავებმა დაკავების სერია დაიწყეს. პოლიციამ ხელბორკილები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კუკავას და პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანს დაადო. ადგილზე ამ დრომდე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივები ოჯახის იძულებით გამოსახლებას აპროტესტებენ. მიზეზი 25.000 დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო. მოსახლეობა სისტემური დანაშაულზე საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან” – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილზე
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მორიგი ვიდეოჩანაწერი აჩვენა. დოროყაშვილის თქმით, ჩანაწერი 2018 წელს, აშშ-ში ყოფნისას არის გაკეთებული. მისივე თქმით, სასტუმროს ნომერში ბასილაშვილმა მას ჩანთა ჩაარტყა, რომელშიც ჩოგნები იდო. ვიდეოჩანაწერის ახსნისას, დოროყაშვილი განმარტავს, რომ ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა „გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ […]
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა – 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლეს, 3 პატიმრობაში დატოვეს
ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია პატიმრობაში დაეტოვებინათ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები – კუჭავა და ხორავა. პროკურორის განცხადებით, ეს ორი ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და […]
ვინ მიაყენა 2 სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მე-9 კლასელს ბიჭს
ვინ მიაყენა 2 სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მე-9 კლასელს ბიჭს – სასამართლო პროცესი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სხდომაზე 4 არასრულწლოვანი და 3 გამომძიებელი გამოიკითხა. დანაშაულის ჩადენას, ასევე არასრულწლოვანს, მე-10 კლასის მოსწავლეს ედავებიან. დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დაკავებულის ბრალეულობა არ დასტურდება. „დაიკითხა 4 მოწმე, თუმცა არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის, რასაც […]
ოზურგეთის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
„საპატარძლო კაბა შევარჩიეთ…“ – დმანისში მამა გოგოს ძალით ათხოვებდა, კლინიკაშია
უფლებადამცველი, ბაია პატარაია დმანისში მომხდარ ფაქტს – მამა შვილს ქორწინებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდა, ეხმაურება. 20 წლის გოგოს მდომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ ისევ რჩება კლინიაკში. პატარაია ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავს შემთხვევებს მოაგვარებს. გარდა ამისა, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პრობლემებია მენტალიტეტის კუთხითაც. “ე.წ. დანიშვნის ტრადიცია, როცა ხდება არასრულწლოვანი გოგოების დანიშვნის […]
ოზურგეთში 52 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა
ოზურგეთში 52 წლის ქალი დაჭრეს, “პირველების” ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლის მეზობელია. დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ქალი შემთხვევის ადგილიდან საავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმებმა რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ დაშავებულის გადარჩენა შეძლეს. მას გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. საავადმყოფოს სადაც ახლა დაჭრილი ქალია მოთავსებულია პოლიცია იცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი უკვე დააკავა.
თეა წულუკიანმა სასამართლო წააგო
თეა წულუკიანმა კიდვე ერთი სამართლებრივი დავა წააგო. კულტურის მინისტრი ახლა ვალდებეულია სამსახურში ის თანამშრომელი აღადგინოს და კომპესაციის გადაუხადოს, რომელიც უწყებიდან პირადი მოსაზრებების გამო გააგდო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა. დაზარალებული ადვოკატი ჩვენტან საუბარში ამბობს, რომ მოსამართლემ პირდაპირ ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო. „მოვიგეთ სასამართლო პროცესი, პირი, რომელიც იქნა გატავისუფლებული სამსახურიდან იყო მაღალი რანგის თანამშრომელი. […]
სისხლიანი გარჩევა რუსთავში – დაჭრილია 40 წლამდე მამაკაცი
რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორ 40 წლამდე კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “მთავარ არხს” განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.








