ოზურგეთში 52 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა

ოზურგეთში 52 წლის ქალი მეზობელმა დაჭრაოზურგეთში 52 წლის ქალი დაჭრეს, “პირველების” ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლის მეზობელია. დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ქალი შემთხვევის ადგილიდან საავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ექიმებმა რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ დაშავებულის გადარჩენა შეძლეს.  მას გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. საავადმყოფოს სადაც ახლა დაჭრილი ქალია მოთავსებულია პოლიცია იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი უკვე დააკავა.