თეა წულუკიანმა სასამართლო წააგო

თეა წულუკიანმა სასამართლო წააგოთეა წულუკიანმა კიდვე ერთი სამართლებრივი დავა წააგო. კულტურის მინისტრი ახლა ვალდებეულია სამსახურში ის თანამშრომელი აღადგინოს და კომპესაციის გადაუხადოს, რომელიც უწყებიდან პირადი მოსაზრებების გამო გააგდო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა.

დაზარალებული ადვოკატი ჩვენტან საუბარში ამბობს, რომ მოსამართლემ პირდაპირ ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.

„მოვიგეთ სასამართლო პროცესი, პირი, რომელიც იქნა გატავისუფლებული სამსახურიდან იყო მაღალი რანგის თანამშრომელი. სასამართლომ პირდაპირი სიტყვებით ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შესახებ არ არის კანონიერი და ეს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა კანონს. მოვიგეთ როგორც სამსახურშ აღდგენის ნაწილშ დავა, ასევე კომპენსაციის ნაწილშიც“. – ამბობს დაზარალებულის ადვოკატი.წულუკიანის წინააღმდეგ სასამრთლო კიდევ ათობით საქმეს განიხილავს. მინისტრს ყველა მათგანი სამსახურიდან პირადი მოტივებით გათავისუფლებას ედავება.