საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა – ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის […]
კატეგორია: სამართალი
ვაკეში ზვიად კუპრავა დააკავეს
ვაკეში, მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განუცხადა. რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ზვიად კუპრავაც დააკავეს. აქციის მონაწილეების ნაწილი იმ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ზვიად კუპრავა და სხვა აქტივისტები გადაიყვანეს.
ირაკლი კობახიძე – “სუსში დავასახელე დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი, წყაროც დავუსახელე”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც კობახიძე განმარტავს, მისი გამოკითხვა ბრიფინგზე გაჟღერებულ იმ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა. „დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში, “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე […]
ირაკლი კობახიძე სუსში დაიბარეს
“რუსთავი-2 ის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირკალი კობახიძე სუსში იმყოფება გამოკითხვაზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, გამოძიება დაეწყოთ.
გლდანში სროლის ფაქტზე 37 წლის ზ.მ. და 42 წლის ი.ნ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით […]
წითელ ხიდზე 16.730 ლიტრი არადეკლარირებული დიზელი შემოჰქონდათ
მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, 16.730 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის […]
რუსთავის გზაზე 33 წლის ნ.კ-ს მანქანაში 4 კგ ნარკოტიკი უპოვეს
სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების […]
გორში ჯერ მანქანა გაიტაცეს, შემდეგ კი ამავე მანქანით – სწრაფი გადახდის აპარატი
კრიმინალური შემთხვევა გორში – ქალაქის ცენტრში რამდენიმე პირმა ავტომობილი გაიტაცა, მოგვიანებით კი ამავე მანქანით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი 90-იანების შემდეგ არ ახსოვთ. “ამ ავტომობილით ჩაიდინეს კიდევ ერთი დანაშაული და გაიტაცეს Pay აპარატი, ეს არის მართლა დაუჯერებელი ფაქტი, ძალიან დიდი ხანია მსგავსი რამ არ მომხდარა, ქალაქის ცენტრში მითუმეტეს, კრიმინალი არის წახალისებული”, […]
“პოლიციელი, რომელიც სალომეს დაეჯახა, გაქცეულა, მაგრამ მერე თვითონ ჩაბარებულა”
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა, ხოლო მისი არასრულწლოვანი და მძიმედ დაშავდა და ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც დები მოპედით სეირნობდნენ. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. მართავდა. სამართალდამცავი დაკავებულია. გარდაცვლილი გოგონა გურჯაანის წმინდა გიორგის […]
სროლა შეშელიძის ქუჩაზე
გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ბიზნესგარჩევას უკავშირდება და ინციდენტი მანქანების სახელოსნოსთან მოხდა. შსს-სგან ამ დრომდე “მთავარმა” ვერ მიიღო პასუხი, არის თუ არა ვინმე დაშავებული და ზოგადად, რა მოხდა შეშელიძის ქუჩაზე. დაზიანებულია ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ტყვია მოხვდა და საქარე მინა აქვს ჩამსხვრეული, თუმცა, არავინ დაშავებულა, რადგან ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა. […]










