საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებულთა შორისაა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია. თოფურიას ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. ამასთან, მათ არ იციან, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. “მე მოვინახულე ერთ-ერთი დაპატიმრებული, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება არ ჰქონია სამართალდამცველებთან. დაკავებულია კოკა თოფურიაც, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. “მთავარი არხის” […]
კატეგორია: სამართალი
საბანაძე – “ცესკოსთან 19 ადამიანი დავაკავეთ”
გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. „დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით […]
სუსმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. “საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ […]
ოზურგეთის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გარდაიცვალა
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გარდაიცვალა. გენერალური პროკურატურა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს. „საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის რაიონული პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების გამო. ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 […]
შსს – “აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ თედორე გობეჯიშვილს 50.000 დოლარი ქრთამი შესთავაზეს”
შსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ორი პირი – ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს […]
რუსთავში 30 წლის ქალი მე-4 სართულიდან გადახტა და გადარჩა
სუიციდის მცდელობა რუსთავში, XIX მიკრორაიონში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული თავდაპირველად “კლინიკა რუსთავში”, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს. “იყო ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ ჩარევას. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე”, – […]
აკაკი ხუსკივაძე პოლიციაში შეუძლოდ გახდა
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის აკაკი ხუსკივაძის ადვოკატის თამარ ქუთათელაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. ადვოკატის ინფორმაციით, აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს. “განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევიან პოლიციის თანამშრომლები. ადამიანი ცუდად იყო. არ აპირებდნენ სასწრაფოს გამოძახებას, მე შევატყობინე ხალხს […]
თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ნაციონალი მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს
თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, აკაკი ხუსკივაძე ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომლებიც გობეჯიშვილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა დაასახელა. ზაალიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ამავე დროს, თედორე გობეჯიშვილის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, თედორე გობეჯიშვილის სამსახურიდან ხმაურით წამოსვლის შემთხვევაში სანაცვლოდ ჯერ თანხას ჰპირდებოდნენ, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა. აკაკი […]
საფრანგეთში მღვდელზე თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთის ქალაქ ლიონში სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულის მეუღლეც, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი დაბადების ადგილი რუსეთია. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, […]
სროლა ივანიშვილის სასახლესთან – დაკავებულია თეთრი ტოიოტას 37 წლის მძღოლი ა.რ.
დღეს, 6 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გასროლის ხმა გაისმა. სროლის დროს ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა. ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ჩანს “ტოიოტა ქამრის” მარკის ტიპის თეთრი მანქანა, რომელიც ქუჩაში ხალხის მასას ცდება, საპროტესტო სიგანლის შემდეგ კი ისმის 6-ჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმის შემდეგ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მანქანისკენ გაემართნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოლოლაკში ბიძინა […]










