ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, […]
კატეგორია: სამართალი
“ეზოში მოკლული დედის და მისი ქალიშვილის ცხედრები დაგვხვდა” – რა მოხდა მარნეულში
ადგილობრივები მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ყვებიან. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დედა-შვილი მათივე ახლო ნათესავმა, მამა-შვილმა მოკლა. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული, 16 წლის მოზარდი და მოკლული გოგონა ბიძაშვილები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ. “საღამოს საათებში სროლის ხმა გავიგეთ და ადგილზე მოვედით. ეზოში ორი მოკლულის, დედა-შვილის ცხედარი […]
მარნეულში დედა-შვილი მოკლეს – დააკავეს მეზობელი მამა-შვილი
მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს. […]
სალომე მთვარელიშვილის დაღუპვისთვის გამომძიებელი რ.მ. დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა. პროკურატურის ინფორამციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, […]
ნიკა მელიას 70.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე […]
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100.000 ლარიან გირაოს და საქართველოდან გასვლის შეზღუდვას ითხოვს
გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის […]
პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიმართა
გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს. პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე […]
სუსი – “დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტს აქციაზე ელექტროშოკური მოწყობილობა აღმოაჩნდა”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტს, რაფიკ ორუჯოვს არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ელექტროშოკური მოწყობილება აღმოაჩნდა, რის გამოც გამოკითხვაზე არის დაბარებული. მათივე ინფორმაციით, თავად დევი ჭანკოტაძე გამოკითხვაზე დაბარებული არ არის. ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას საარჩევნოდ მობილიზებული ჰყავდათ ხელკეტებითა და […]
“ყველაფერი მოულოდნელად მოხდა” – სროლა ბათუმში
ბათუმში პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ვულკანიზაციის მიმდებარედ სროლა იყო. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. „მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. სროლის ხმაზე გამოვედით. როგორც გავიგე, ვულკანიზაციაში მყოფ მომხმარებელს ესროლესო. არ ვიცი, რამდენად მართალია. მსუბუქი ავტომობილით იყვნენო“, – აცხადებენ თვითმხილველები. ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით და ადგილზე […]
გიორგი რურუა ციხეში პატიმრებმა ცემეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ. “ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ” – თქვა სალომე სამადაშვილმა. მომხდარზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. “2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. […]










