კატეგორია: სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებით სერგო მეთოფიშვილი უხელმძღვანელებს

სერგო მეთოფიშვილი: ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს ჯიბეში

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა. სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დაასახელა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საჭიროება დღის წესრიგში მას […]

გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ

გიორგი რურუა - „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი... იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს“

„გიორგი რურუაზე საპატიმროში თავდასხმა განხორციელდა“, – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა. „თავს უკნიდან დაესხა პატიმარი, როდესაც გიორგი რურუა ადვოკატთან შეხვედრაზე მიდიოდა. იგი სამარტოო საკანშია, ამიტომ თავდასხმა დერეფანში მოხდა. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტალიაში ქართველი მამაკაცი ქალის დახრჩობის მცდელობისთვის დააკავეს

იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს

იტალიაში 38 წლის ქართველი მამაკაცი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ilreggino.it ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრალდებული ქალის დახრჩობას ცდილობდა, როდესაც ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა და შეშინებულმა პოლიციას მიმართა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, შემთხვევაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა. პრაიმ ტაიმი

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე მძარცველებმა მაღაზია გაქურდეს. მათ  მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში შესვლა ისე მოახერხეს. მაღაზიის მეპატრონის თქმით, სავარაუდოდ,  თამბაქოა წაღებული. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ცოლისა და მეზობლის მკვლელობისთვის ვაზისუბანში 56 წლის ზ.დ. დააკავეს – ვიდეო

ცოლისა და მეზობლის მკვლელობისთვის ვაზისუბანში 56 წლის ზ.დ. დააკავეს - ვიდეო

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი გახდა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობას 251 მოსამართლე იღებდა და 248 ხმით ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გაიმარჯვა. მარსაგიშვილის განცხადებით, დღეს საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევაა მოსამართლეთა სიმცირე და საქმეთა ჭარბი რაოდენობა. “მე გახლავართ იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი, ანუ საბჭოს მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. მთავარი […]

“ჯერ ცოლი მოკლა, მერე მეზობელი” – გურჯაანის პოლიცია დამნაშავეს ვერ პოულობს

"ჯერ ცოლი მოკლა, მერე მეზობელი" - გურჯაანის პოლიცია დამნაშავეს ვერ პოულობს

პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს პირს, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაზისუბანში ცოლი და ერთი მეზობელი მოკლა, ხოლო ორი მეზობელი დაჭრა. “კურიერის” ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირების დროს ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა. ამის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, როდესაც ხმაურზე ეზოში შემოსული ერთი მეზობელი მოკლა, ორი კი დაჭრა. დამნაშავე ტრაგედიის ადგილიდან მიმალვას […]

გორთან ავარიის გამო თურქეთის მოქალაქე, 62 წლის მ.ს. დააკაავეს

გორთან ავარიის გამო თურქეთის მოქალაქე, 62 წლის მ.ს. დააკაავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის […]

მთავარ არხს მანქანიდან ტექნიკა გასტაცეს – აპარატურა მალე იპოვეს

მთავარ არხს მანქანიდან ტექნიკა გასტაცეს - აპარატურა მალე იპოვეს

ტელეკომპანია “მთავარის” იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს. ძარცვა ტელეკომპანიის ოპერატორის თვალწინ მოხდა.  ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება და საგამოძიო პროცედურებს ატარებს. “საბედნიეროდ, ტელეკომპანია “მთავარის” კუთვნილი აპარატურა, ვგულისხმობ ჩართვის აპარატს და კამერას, უკვე ნაპოვნია. პირდაპირი ჩართვის აპარატი ჩვენი ავტომობილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იპოვეს, რაც შეეხება კამერას ის ერთ-ერთი […]

ბადრი ესებუას მამა – “გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას”

"ბადრი ესებუა ხვალ თბილისიდან ჩამოვა, ის უდანაშაულოა" - ტარიელ ესებუა

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს თხოვს, ოჯახს დაუკავშირდეს და პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს. „შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, – აცხადებს […]