“ეზოში მოკლული დედის და მისი ქალიშვილის ცხედრები დაგვხვდა” – რა მოხდა მარნეულში

"ეზოში მოკლული დედის და მისი ქალიშვილის ცხედრები დაგვხვდა" - რა მოხდა მარნეულშიადგილობრივები მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ყვებიან.

როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დედა-შვილი მათივე ახლო ნათესავმა, მამა-შვილმა მოკლა. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული, 16 წლის მოზარდი და მოკლული გოგონა ბიძაშვილები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ.

“საღამოს საათებში სროლის ხმა გავიგეთ და ადგილზე მოვედით. ეზოში ორი მოკლულის, დედა-შვილის ცხედარი ვნახეთ. მკვლელობის მოტივი ყველა ჩვენგანისთვის უცნობია,“- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნათესავებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.

“ორივე წყნარი ოჯახი იყო, ჩხუბის ხმაც კი არასდროს გაგვიგია. ყველა გაკვირვებული ვართ,“ – აღნიშნავს მეზობელი.

იპნ