კატეგორია: სამართალი

მარნეულში ნაცმოძრაობის აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. “გამოძიება არის პოლიტიზირებული, “ქართული ოცნება” ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს”,- აღნიშნა მან. ლაშა ქველაძე დღეს […]

თბილისის აეროპორტში 42 წლის გ.გ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, […]

რუისპირში ვანო ხანჯალიაშვილის მკვლელობისთვის დ.ლ. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვანო ხანჯალიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ვანო […]

ნაცმოძრაობის აქტივისტი არიფ იუსუბოვი პოლიციას ჩაბარდა

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას ხმაური მოჰყვა, ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებას, ბოლნისის სოფელ ნახიდურში დღეს ცდილობდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით,მიიღეს სასამართლოს განაჩენი, რომლითაც იუსუბოვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. „მას შემდეგ, რაც მოვიდა ადვოკატი და პოლიციამ […]

აღმაშენებელზე რესტორან “ანკარა სთაილში” 2 უცხოელი დაჭრეს – დაკავებულია რ.მ.

სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის 116 ნომერში მდებარე რესტორან “ანკარა სთაილში” ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო […]

აღმაშენებელზე მამაკაცი დაჭრეს

რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი გარჩევა იყო აღმაშენებლის ქუჩაზე. მძიმედ დაჭრილი ერთი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მთავარი

ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული შუახნის მამაკაცი დაკავებულია. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. ინციდენტის დეტალები უცნობია. მკვლელობაში ბრალდებულიც და მოკლულიც ნათესავები არიან. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნაო, ბავშვებს უპოვიათ” – რა მოხდა ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 1 ოქტომბერს 10 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი ტრაქტორის მისაბმელზე თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს. „გუშინ მოხდა ეს საშინელი ამბავი. მთელი სოფელი ვგლოვობთ. ძალიან კარგი ბავშვი იყო, მეოთხე კლასში სწავლობდა, კარგი მოსწავლე და ძალიან ზრდილობიანი. რა მოხდა ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ, ჩხუბის ხმა და აყალმაყალი არასოდეს […]

ქობულეთში 10 წლის ბიჭი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში 1 ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. „ბათუმელებს“ სამხარაულის ბიუროსთან ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა. ბათუმელები

ვაკის სასაფლაოსთან ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

ცოტა ხნის წინ ყაჩაღობა მოხდა ვაკეში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა ვაკის სასაფლაოსთან ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. შსს-ს გამოძიება 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ექვსიდან-ცხრა წლამდე თავისუფლებით აღკვეთას ითვალისწინებს. პრაიმტაიმი