ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლესქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობაში ბრალდებული შუახნის მამაკაცი დაკავებულია.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. ინციდენტის დეტალები უცნობია. მკვლელობაში ბრალდებულიც და მოკლულიც ნათესავები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.