თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რომელიც გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის გამო, თეონა თამაზაშვილი მკაცრი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თეონა თამაზაშვილმა შიმშილობაც დაიწყოს. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი. არ […]
კატეგორია: სამართალი
ბიძინა ჩაჩხიანს ბასიანთან სროლისთვის 16 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ღამის კლუბ „ბასიანში“ მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათი ინფორმაციით, ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი […]
“37 წელში რომ არ მომხდარა, ისეთი რაღაც ხდება… ადვოკატები პროცესებზე არ შევალთ”- ნიკოლოზ მჟავანაძე
“ახალ თაობასთან” საუბარში ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტზე თავდასხმა ხორციელდება: _ ახლა რაც ხდება, ეს არის ადვოკატთა ინსტიტუტის აფეთქება. 5 ათასი ადვოკატია საქართველოში და სასწაული რაღაც მოყვება ამ ყველაფერს. გაიგზავნება წერილი საერთაშორისო ინსტიტუტებში, საერთოდ არ გავალთ პროცესებზე, ბოიკოტი იქნება სერიოზული. – ანუ სერიოზული პროტესტი იგეგმება? – სხვა გზა გვაქვს? 37 წელში რომ არ […]
ირანის მოქალაქის დაჭრისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს
გუშინ დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნილია. პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რაც შეეხება მის თანმხლებს – მანაც ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ინციდენტში მონაწილე პირებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა […]
ცოტნე დადიანის ქუჩაზე უცხოელი დაჭრეს
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ფაქტს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 120-ე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთავარი
თელავში კარანტინში გარდაცვლილი მამაკაცი 29 წლის გურამ გლოველია
თელავში, საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 29 წლის გურამ გლოველია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისის მცხოვრებია. ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინე სივრცეში, დღეს მისი ოჯახის წევრები არ გამოჩენილან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზა, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს ადგენს. შეგახსენებთ, საკარანტინე სივრცეში, საკუთარ ნომერში, მამაკაცის ცხედარი, სასტუმროს პერსონალმა, 25 სექტემბერს აღმოაჩინა. ახალგაზრდა, საფრანგეთიდან 24 სექტემბერს […]
ბაჩანა ლობჟანიძე – “თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა”
„სუსის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც დაკავებულია თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის სატელიტის ფოტების საქმესთან დაკავირებით და რომელიც აცხადებს, რომ მიცნობს, არაფერი მაკავშირებს“, – ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უცნობია, რატომ ახსენა სუსის თანამშრომელმა ის, რადგან არასოდეს ყავს ნანახიც კი, არათუ იცნობდა. “არ ვიცი, საიდან მიცნობს, როგორც იძახის, თურმე ადრე მასწავლიდა […]
ნიკოლოზ მჟავანაძე – “ადვოკატ რამიშვილის მობილურის ამოღება სრული უმსგავსობა იყო”
უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიუღებლად მიიჩნევს პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის ამოღებას. ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს. ნიკოლოზ მჟავანაძე: – ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატის მობილურის ამოღება იყო გაუგონარი რამ, სრული უმსგავსობა! – სასამართლოს განჩინება გვქონდაო. – იმ მოსამართლის კომპეტენციასა და მის ობიექტურობაში ჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ვინც ეს […]
“დუმილის უფლებას ვიყენებ” – დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით […]
კახა ფარფალია ომსკის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 24 სექტემბერს, 45 წლის “ტიტულოვანი კანონიერი ქურდი” კახაბერ ფარფალია, რომელიც ადრე “ობშიაკის მაყურებელი” იყო, ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ინსულტით გარდაიცვალა. ფარფალია, იგივე კახა “გალსკი” ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას ის […]










