26 წლის ეთერ მეტივიშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ივნისს გარდაიცვალა. მას შემდეგ ოჯახი შვილის გარდაცვალებაში საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. ოჯახმა საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, ასევე იჩივლა რეგულირების სამსახურში და მიზეზების გამოძიებას ითხოვს. მათი მტკიცებით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ოპერაცია დარღვევებით ჩაუტარდა, ექიმების დაშვებული შეცდომის გამო სეფსისი განვითარდა, მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა. […]
კატეგორია: სამართალი
ვარკეთილში 15.000 ლარის გატაცებისთვის ნ.ა. და რ.ს. დააკავეს – ვიდეო
ვარკეთილში სვანების ბაზრობიდან 15.000 ლარის გატაცებისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]
თეონა თამაზაშვილი – “თამუნას მანქანა 4 დღე რომელიღაც ფარეხში იდგა”
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ 4 დღის განმავლობაში მისი შვილის ავტომანქანა ფარეხში იდგა და იმ მინდორში, სადაც ის აღმოაჩინეს, არ იყო. ამის შესახებ თამაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ავტომობილი მხოლოდ ოჯახის პროტესტის და აქციის გამართვის შემდეგ გამოაჩინეს. „იმ დღეებში თამუნას ავტომობილი იქ ნამდვილად არ იყო. გარკვეული ინფორმაცია მაქვს. […]
“ექიმმა ირაკლი ხმალაძემ მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო” – რატომ ჩივის ხათუნა გოგუაძე
ახალგაზრდა ქალმა კუჭის პრობლემებით ექიმს მიმართა, რომელმაც „მამოლოგის“ როლიც შეასრულა. პაციენტი ექიმ ირაკლი ხმალაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შემთხვევის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატმა დაასკვნა, რომ პაციენტი ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. ამ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს. ხათუნა გოგუაძე გასტრიტის ჩივილით ექიმთან მივიდა, მას კუჭის გამოკვლევების შემდეგ, ექიმმა მაისური ააწევინა და მკერდზე შეეხო. „როცა კუჭის შემოწმება დაასრულა, გამოსვლისას მითხრა, […]
გუკა რჩეულიშვილი გირაოთი გამოუშვეს
„ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაახლოებით 2 თვის წინ შეუცვალა. ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან […]
“სატელიტის კადრებში ბაჩალიაშვილის მანქანა 19-ში ტყეში არ დგას” – მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კადრები მან თავად მოიპოვა და დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია. მიხეილ რამიშვილმა პირველად ინფორმაცია “ფორმულას” ეთერში გაასაჯაროვა. რამდენიმე წუთის წინ კი ის პროკურატურაში დაიბარეს. შეგახსენებთ, რომ […]
ნეკა დოროყაშვილმა ნიკა ბასილაშვილს თასები დაუმტვრია
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ფოტოები, სადაც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, რომლებიც დაზიანებულია. „მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო, რომელმაც ვანდალიზმის მტკიცებულებად ფოტო მასალაც მოგვაწოდა. წყაროს მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული. „ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ […]
“გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს”
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში დააყენა შუამდგომლობა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში გფბ-ს ექსპერტები ჩაერთონ. როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. “ჩვენი მოთხოვნაა, სამართლიანობა რომ იყოს მიღწეული, ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და არავის მხრიდან არ მოხდეს თავისი […]
ტარიელ ლამაზოშვილს და დავით ჯავახიშვილს 20-20, თორნიკე მანჯავიძეს კი 17 წელი მიესაჯათ ქალის მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის კახეთში
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტარიელ ლამაზოშვილი, თორნიკე მანჯავიძე და დავით ჯავახიშვილი დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ […]
“ივიკო ფრუიძემ დედა შეგვაგინა და ჩხუბი მერე დაიწყო” – სტრიპტიზ-ბარის მფლობელი ცოლ-ქმარი დააკავეს
სტრიპტიზ-ბარ Sky Girls-ში მომხდარი ცემის ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებული ბარის მფლობელის მარიანა ჩხეიძის ქმარი, რომან ჩხეიძეა. რომან ჩხეიძე და მისი მეუღლე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათმა უფლებადამცველმა ლიკა ბითაძემ განუცხადა. – ბრალდებას არ ვეთანხმებით. ივა ფრუიძე და მისი მეგობარი გოგალაძე, პირველ ჩვენებაში ამბობდნენ, არ გვახსოვდა სკამი ვინ ჩაგვარტყაო და ხუთი დღის […]










