შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1993 წელს დაბადებული მ.ხ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს – 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, გულმკერდის არეში […]
კატეგორია: სამართალი
“თამუნასთან ინტიმური ურთიერთობა არ მქონია… პარიზში 4 დღე ერთად ვიყავით… ისე დამშორდა, მიზეზი არ უთქვამს” – რა წერია შოთა ჭანუყვაძის ჩვენებაში
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს პერმანენტულად აქვეყნებს, მაინც ყველაფერი ისევ ბურუსით არის მოცული. ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა 23 წლის თემურ ჭანუყვაძის ჩვენება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. თემურ ჭანუყვაძე ჩვენებაშიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად იყო თამუნას შეყვარებული და ამბობს, რომ ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის […]
კაბალში მამაკაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დროს ერთმა მეორეს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
“ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო” – ადვოკატ მოსიაშვილის განცხადება
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, “დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა”. “განაჩენი, რომელიც გამოცხადდა, უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური და სამართლიანი. ცინიკურია თუმცა ფაქტია, რომ თ.ზ-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოიანი და გარდაცვლილი […]
თამაზ ხომასურიძე – “თავის დაწვას ვაპირებდი მცხეთის სასამართლოსთან, მაგრამ პოლიციამ შემიშალა ხელი”
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დღეს, პოლიციის მე-9 განყოფილებაში სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ხომასურიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონული სასმართლოში განუცხადა, სამართალდამცავ უწყებაში დაბარებულია მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. მისი განმარტებით, დღეს დილის 05:00 საათზე 4 უცნობი პირი მის სახლთან მივიდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თამაზ ხომასურიძის თქმით, თავდამსხმელებს მისთვის არ გამუმარტავთ, […]
“ვახტანგ ჩიქოვანი მანქანიდან რომ გადმოვიდა, იქვე ჩაიკეცა” – რა ჩვენება მისცა ანი გაბეჩავამ
ადვოკატ არჩილ ბერიანიძის განცხადებით, მოწმე ანა გაბეჩავამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობდა, არაერთხელ დაადასტურა, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული. ადვოკატი არჩილ ბერიანიძე შაქარაშვილის საქმეზე 2 ბრალდებულს, არჩილ ჩიქოვანს და არასრულწლოვან ნ.ც.-ს იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ გაბეჩავას დღევანდელი დაკითხვით მყარდება დაცვის მხარის ვერსია, რომ ვახტანგ ჩიქოვანს არანაირი დაპირისპირებისთვის არ გაუწევია […]
უკრაინის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
მარიანა ჩოლოიანს 3 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
თამარ ბაჩალიაშვილის ზურგჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ზურგჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია. როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა, გამოძიებას ამ ფაქტზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა და დაეყო მოკვლევა, “საიდან აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის სახლსა და ზურგჩანთაში ვადაგასული პრეპარატები”. მიშა რამიშვილი ამბობს, რომ 2016 და 2017 წლის წამლების შეძენა აფთიაქებში შეუძლებელია: “ვადაგასული მედიკამენტები აფთიაქში არ […]
ვარკეთილში “სვანების ბაზრობიდან” 15.000 ლარი გაიტაცეს
ყაჩაღობა თბილისში – ვარკეთილში ორი მამაკაცი ე.წ. “სვანების ბაზრობის” ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით 15 ათასი ლარი წაიღეს. პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობდა. ნიუპოსტი










