“ექიმმა ირაკლი ხმალაძემ მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო” – რატომ ჩივის ხათუნა გოგუაძე

"ექიმმა ირაკლი ხმალაძემ მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო" - რატომ ჩივის ხათუნა გოგუაძეახალგაზრდა ქალმა კუჭის პრობლემებით ექიმს მიმართა, რომელმაც „მამოლოგის“ როლიც შეასრულა. პაციენტი ექიმ ირაკლი ხმალაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შემთხვევის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატმა დაასკვნა, რომ პაციენტი ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. ამ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.

ხათუნა გოგუაძე გასტრიტის ჩივილით ექიმთან მივიდა, მას კუჭის გამოკვლევების შემდეგ, ექიმმა მაისური ააწევინა და მკერდზე შეეხო.

„როცა კუჭის შემოწმება დაასრულა,  გამოსვლისას მითხრა, რომ მკერდის შემოწმება დაავიწყდა. მივბრუნდი და მაისური ამიწია. მას არ აუხსნია რატომ  გამისინჯა მკერდი.” – ამბობს ხათუნა გოგუაძე.

თავად ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ ის პაციენტს დაეხმარა. ადასტურებს, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ამბობს რომ ეს გადაცდომა არის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გასტროენტეროლოგს ძუძუს კვლევის კომპეტენცია არ აქვს და ეს სამედიცინო მიზნებს არ ემსახურება.

ხმალაძე სექსუალურ შევიწროებას კატეგორიულად უარყოფს. მედიკოსის კიდევ ორი პაციენტი ამბობს, რომ მათ შემთხვევაშიც იგივე მოხდა – 2014 წელს, ვიზიტისას პაციენტს სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა.

მესამე ქალბატონი ხმალაძის ყოფილი სტუდენტია, რომელსაც მკერდზე უჩქმიტა.

„პირდაპირი მნიშვნელობით მიჩქმიტა, კარგად გამოიკვეთა მისი არაპროფესიონალიზმი. არ დამიმალავს ეს ფაქტი და სხვა სტუდენტებმა მოითხოვეს სხვა კურაციებიდან მისი მოხსნა, როგორც ლექტორის.” – ამბობს ყოფილი სტუდენტი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წლის მაისში, ირაკლი ხმალაძეს კლინიკა „მზერამ“ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

პრაიმ ტაიმი