თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ დღეს ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რითიც ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტი მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით დაიღუპა. პროკურატურამ გაასაჯაროვა აფთიაქში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილმა დიდი ოდენობით საძილე, ტკივილგამაყიჩებელი და ანტიდეპრესანტი მედიკამენტები შეიძინა. საერთო ჯამში 150 აბი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მოიპოვა youtube-ზე ატვირთული ვიდეო-ჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი არის […]
კატეგორია: სამართალი
მიხეილ რამიშვილი – სატელიტის ანძებიდან დაიდოს ფოტოები და ორივე ხელს ვწეევ
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოტაკი მიხეილ რამიშვილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს, ამასთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილი აცხადებს: „არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სადმე ვინმესთან შესახვედრად მიდიხარ, ვიღაცამ გთხოვა, მაინც მოდიხარ და იქნებ პროდუქტი ან რაიმე პრეპარატი წამომიღო. […]
“ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას“ – ექსპერტიზის დასკვნა ბაჩალიაშვილის საქმეზე
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ დღეს ახალი დეტალები გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნატქვამი, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში აღმოჩენილია ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები: „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შედეგები. საბოლოო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ თამარ […]
ვახტანგ ჩიქოვანს, საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და ირაკლი მუმლაძეს ბრალი დაუმძიმდათ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ფეხბურთელ ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მისი თქმით, […]
“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია”
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგები უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება. “გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები […]
დეა კაპანაძე – “თამარ ბაჩალიაშვილმა მითხრა, რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა”
“კურიერის” ექსკლუზივი – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა პირველი ინტერვიუ დავით დვალიშვილს მისცა. დეა კაპანაძე დეტალურად საუბრობს მეგობართან ურთიერთობაზე და პასუხობს ყველა იმ კითხვას და ბრალდებას, რომელიც როგორც მის მიმართ, ისე გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე არსებობს. დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა: “რატომ, რის გამო დამადანაშაულეს, აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, ყველანაირად […]
ლუგარის ლაბორატორიის მონაცემების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა კიბერშეტევა განახორციელა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევასთან დაკავშირებით, პარტნიორ ქვეყნებს გამოძიებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით მიმართავს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე […]
გრიგოლ აბრალავა 30.000-იანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს
პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ აბრალავა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 28 ივლისს შეუცვალა. აბრალავასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა აბრალავასთან ერთად დაკავებულმა ნუგზარ […]
„50-მდე ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში, მათ შორის ნიკოლაძე“ – ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმეზე
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დღეს გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. გვარამია მიიჩნევს, რომ საქმე ლოგიკური დასასრულისკენ მიდის და “ქართულ ოცნებას” მოუწევს, ადრე თუ გვიან, სიმართლე გაასაჯაროვოს. გარდა ამისა, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქმეზე, დაახლოებით, 50-მდე ადამიანია დასაჭერი. იმით დასრულდება ეს ყველაფერი, რომ საქმე გაიხსნება უფრო გვიან, მაგრამ ვინც […]
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჟურნალისტი ვერონიკა არონია დააკავეს
გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შესაბამის საკითხზე უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის […]










