“ანი გაბეჩავა 15.000-ს გვთხოვდა” – რაზე ლაპარაკობენ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები

"ანი გაბეჩავა 15.000-ს გვთხოვდა" - რაზე ლაპარაკობენ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებიცოტა ხნის წინ „ტვ პირველმა“ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ფარული ჩანაწერი გლდანის ციხიდან მოიპოვა.

ერთ-ერთი ბრალდებული საუბრობს, რომ თუ მათ პატიმრობას მიუსჯიან ამას მინიმუმ 3 ადამიანის მკვლელობა მოჰყვება.

ასევე საუბრობენ ანი გაბეჩავაზე და ამბობენ, რომ გაბეჩავა მათ 15.000-ს სთხოვდა.

„რატომ მაქვს ამხელა სროკი, ამის დედის მ….ი მ….ნ. გაბეჩავა რას ამბობს, შოკშია კიდე? ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მოკლულია მაგათი დედას შ….ი“,- საუბრობენ ფარულ ჩანაწერში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული მასალა ბრალდების მხარეს გადაეცა.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.