ლაგოდეხის ნაკრძალში ლატვიელი ტურისტი გააუპატიურეს – დააკავეს 30 წლის მამაკაცი

ლაგოდეხის ნაკრძალში ლატვიელი ტურისტი გააუპატიურეს - დააკავეს 30 წლის მამაკაცილაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადგილობრივმა 30 წლამდე მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.