კატეგორია: სამართალი

“ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას საუბრისას ერთი გოგოს სახელი გაჟღერდა” – ადვოკატის განცხადება

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბუსა ჟვანიასთვის დაზიანებები არ მიუყენებია. ამასთან ადვოკატის განმარტებით, ლევან თოფაძე გამოძიებას ენდობა და მოთხოვნები არ აქვს. „ჟვანიას ბრალი შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება, ეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. გარდა ლევან თოფაძისა, ვინც არ უნდა გააჟღეროს მოთხოვნა, ეს […]

თელავში 70 წლის მერაბ ამბროსიძე ღვინის ქარხანასთან ტყეში გარდაცვლილი ნახეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთადან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მერაბ ამბროსიძის ცხედარი თანასოფლელმა, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში ნახა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ხანდაზმულს შესაბამისი სამსახურები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით,მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. იპნ

ქობულეთში 2 პოლიციელი დაჭრეს

10 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. დამნაშავე მალევე იქნა დაკავებული. “კურიერის” ინფორმაციით, იგი […]

ათენში ქართველი კანონიერი ქურდი სანდრო ქურასბედიანი დააკავეს

საბერძნეთში, ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ სანდრო ქურასბედიანი დააკავეს. 36 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ წრეებში „სანდრიკას“ სახელით იცნობენ. ბერძნული მედია, მას „მაფიის ერთ-ერთ ბოსად“ მოიხსენიებს. ის „კანონიერ ქურდად“ 2004 წლის აგვისტოში 20 წლის ასაკში „მოინათლა“ კრიმინალური „გენერლების“ – შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის და ვაჟა ბიგანიშვილის მიერ. სანდრო ქურასბედიანი გახლავთ ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ალეკო ქურასბედიანის, […]

“არჩილ გაგნიძეს და სხვებს ბრალი მირიან ნიკოლაძემ და საზოგადოებამ დაუმძიმეს”

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, – ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება არასწორია და ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაცვის მხარისთვის, ვინაიდან სასამართლოში მათი დაცვის […]

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. “საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის […]

ვართიკ მირანიანის მკვლელობისთვის დაკავებული არტურ გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს

ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდის, ვართიკ მირანიანის, მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 37 წლის არტურ გაბრიელიანი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება. ვართიკ მირანიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესი ახალციხეში ამ წუთებში იწყება. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დისტანციურ რეჟიმში იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მას, განზრახ მკვლელობის გარდა, […]

გომელაური – “ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება”

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გფბ ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, გფბ ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა გომელაურმა. […]

“ბაჩანა ციცქიშვილს მამის ან ძმის დაჭერით დაემუქრნენ” – ადვოკატის განცხადება

“ლონდონის ბაღში” მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.   ბრალდებულის, ბაჩანა ციცქიშვილის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლიან ინციდენტში არ მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ საქმე საკუთარ თავზე აიღო. “მან ეს დანაშაული იმიტომ აიღო თავის თავზე, რომ პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე ფსიქოლოგიური. ანუ რაში მდგომარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა – დაემუქრნენ, როგორც თვითონ […]

“ეი, ოლიგარქ, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადო!” – ვინ ემუქრება ენზელ მკოიანს

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს. „ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს… პირველი ფაქტი 2020 […]