„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, – ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება არასწორია და ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაცვის მხარისთვის, ვინაიდან სასამართლოში მათი დაცვის […]
კატეგორია: სამართალი
შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. “საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის […]
ვართიკ მირანიანის მკვლელობისთვის დაკავებული არტურ გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს
ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდის, ვართიკ მირანიანის, მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 37 წლის არტურ გაბრიელიანი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება. ვართიკ მირანიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესი ახალციხეში ამ წუთებში იწყება. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დისტანციურ რეჟიმში იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მას, განზრახ მკვლელობის გარდა, […]
გომელაური – “ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება”
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გფბ ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, გფბ ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა გომელაურმა. […]
“ბაჩანა ციცქიშვილს მამის ან ძმის დაჭერით დაემუქრნენ” – ადვოკატის განცხადება
“ლონდონის ბაღში” მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. ბრალდებულის, ბაჩანა ციცქიშვილის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლიან ინციდენტში არ მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ საქმე საკუთარ თავზე აიღო. “მან ეს დანაშაული იმიტომ აიღო თავის თავზე, რომ პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე ფსიქოლოგიური. ანუ რაში მდგომარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა – დაემუქრნენ, როგორც თვითონ […]
“ეი, ოლიგარქ, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადო!” – ვინ ემუქრება ენზელ მკოიანს
„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს. „ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს… პირველი ფაქტი 2020 […]
“დეამ მითხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სამჯერ სცადა სუიციდი” – რა უპასუხა ნიკა გვარამიამ ბაჩანა ლობჟანიძეს
ზაურ სოფრომაძის მკვლელობისთვის 5 კაცი დააკავეს
ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, რა უძღოდა წინ ტყიბულში მომხდარ დანაშაულს. მთავარის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი უკვე დაკავებულია. ცნობილია, რომ ხუთივე პირი სასტიკად ნაცემია. დაკავებულთა ოჯახის წევრები პოლიციასთან არიან შეკრებილი და ყვებიან, რომ მათი ოჯახის წევრები გვიან ღამით დააკავეს, რის დროსაც პოლიციელები მათ სცემდნენ და აიძულებდნენ სოფრომაძის მკვლელობა ეღიარებინათ. ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ […]
მიხეილ რამიშვილი – “გამოძიებამ ელისო კილაძე უნდა გამოკითხოს”
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. „როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებგვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა […]
ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს
ძარცვა ჭიათურაში – შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ოპერატორს მუქარით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება. დაკითხვაზეა სადგურის თანამშრომელი. გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. “თანხა არის წაღებული, მაგრამ რა რაოდენობით, არაფერი ვიცით. ორი პიროვნება ყოფილა,” – განაცხადა ადგილობრივმა.










