საპროტესტო აქცია თერჯოლაში – ხალხი დაკავებული სპორტსმენის მხარდასაჭერად შეიკრიბა; პროტესტის მონაწილეები, ამბობენ, რომ ლაშა დევიძე უკანონოდ არის დაკავებული და მას პოლიციელებმა ავტომობილში იარაღი ჩაუდეს. ახლობლების თქმით, დევიძეს პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 მჭიდი ჩაუდო და შემდეგ თითქოს მანქანიდან ამოიღეს. მათივე მტკიცებით, ასევე არასწორია ბრალდება, თითქოს და მან სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კატეგორია: სამართალი
შეიწყალეთ ნიკა გვარამია!
მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და სთხოვს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავარამიას შეწყალების საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ გზით პრეზიდენტი შეასრულებს საკუთარ როლს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. “მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ და დადებითად გადაწყვიტოთ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას […]
ქსნის ციხეში პატიმარმა მეტალის ნივთები გადაყლაპა
ქსნის ციხეში განგაშია – პატიმარმა თვითდაზინებები მიიყენა. ოჯახის ინფორმაციით, ზურა მიქელაშვილს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და მეტალის ნივთები აქვს გადაყლაპული. პროტესტის უკიდურეს ზომას მსჯავრდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამთვიანი ლოდინის მიუხედავად, ის გლდანის ციხეში არ გადაიყვანეს და მისი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვეს. სამარტოო საკანში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახური უკვე მესამე დღეა, დაკავებულის […]
რუსთავში 20 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვეს
რუსთავი-ისნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში 20 წლის გოგო 50 წლამდე კაცმა სექსუალურად შეავიწროვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავთან” ახალგაზრდა გოგო, დ.მ ყვება, თავდაპირველად ვერც კი გაიაზრა, რა მოხდა. ყველაფერი მას შემდეგ მიხვდა, რაც ავტობუსიდან ჩავიდა. “დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო, ან ცოტა ადრეც შეიძლება, რუსთავიდან გამოვყევი ავტობუსს(20 ნომერს), სადაც უამრავი ხალხი იყო. ფეხზე დგომა მომიწია, ბარათის მისადები […]
კონსტანტინე ნატროშვილს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
პირი, რომელმაც მცხეთაში, რე0ტორან “მარანი ჰოლში” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა, აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კონსტანტინე ნატროშვილს 20. 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე სოფიო ლეჟავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პროკურატურის ინფორმაციით ფაქტი 7 ივნისს მოხდა. ნატროშვილს საგამოძიებო უწყებამ ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, […]
14 ნარკორეალიზატორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 […]
ბათუმში რესტორანი გაქურდეს
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, რესტორანი გაქურდეს. მფლობელების თქმით, წაღებულია ფული და კომპიუტერი. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. მედიის ცნობით, თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, რომელშიც ჩანს როგორ იღებს სალაროდან კაცი ფულს. მათი თქმით, პოლიციას პირის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს, -რადგან ვიდეოჩანაწერის მიხედვით მისი იდენტიფიცირება რთული არ არის.
ათენში დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სახლებს ძარცვავდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება რომელიც სახლებს ძარცვავდა. ჯგუფის ლიდერი კი ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილი იყო, რომელიც ასევე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ბილანიშვილი 12 კაციან დაჯგუფებას მართავდა, რომლებიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდნენ. ნაძარცვ ქონებას კი ქართულ რესტორანში ყიდდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ოქრო, ძვირადღირებული სხვა ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღებიც კი, რომელთა […]
რუსთავში არასრულწლოვნის ცხედარი ნახეს
რუსთავში ბიჭის ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში (ე.წ. ახალ ხიდთან), სასაფლაოებისკენ მიმავალ გზაზე, დამბებთამ, ხიდის ქვეშ ბიჭის ცხედარი შენიშნეს. ადგილზე მალევე გამოიძახეს პოლიცია. ცხედარი მდინარიდან ამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. მაისის თვეში, თბილისში არასრუწლოვანი დაიკარგა, მოგვიანებით გაირკვ,ა რომ ბიჭი მტკვარში გაუჩინარდა, მდინარემ მისი ცხედარი კი სავარაუდოდ თბილისიდან რუსთავში ჩამოიტანა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მცხეთის რესტორანში გასროლაზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა. იმავე […]










