კონსტანტინე ნატროშვილს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

კონსტანტინე ნატროშვილს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდაპირი, რომელმაც მცხეთაში, რე0ტორან “მარანი ჰოლში” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა, აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კონსტანტინე ნატროშვილს 20. 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე სოფიო ლეჟავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პროკურატურის ინფორმაციით ფაქტი 7 ივნისს მოხდა. ნატროშვილს საგამოძიებო უწყებამ ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს.