ათენში დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სახლებს ძარცვავდა

ათენში დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სახლებს ძარცვავდასაბერძნეთის დედაქალაქ ათენში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება რომელიც სახლებს ძარცვავდა. ჯგუფის ლიდერი კი ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილი იყო, რომელიც ასევე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილანიშვილი 12 კაციან დაჯგუფებას მართავდა, რომლებიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდნენ. ნაძარცვ ქონებას კი ქართულ რესტორანში ყიდდნენ.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ოქრო, ძვირადღირებული სხვა ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღებიც კი, რომელთა ნაწილი ადგილობრივ სამართალდამცველებს ეკუთვნოდა, რადგანაც, მათ პოლიციელების სახლებიც გაძარცვეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი ბილანიშვილი ათენში დააკავეს, დაკავებულია ქართული რესტორნის მეპატრონეც და დაჯგუფების 12-ვე წევრი, რომლებიც ქართველები არიან. ამოღებული ნაძარცვი ნივთების ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს აღწევს.