კატეგორია: სამართალი

ქუთაისში შვილმა მამა მოკლა – დააკავეს 30 წლის დ.კ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 […]

“ნიკა ბასილაშვილი მის პირად ცხოვრებაზე დუმილის სანაცვლოდ ნეკა დოროყაშვილს 100.000 ლარს უხდის”

დღეს სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, 100.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. სპორტსმენის ყოფილი მეუღლე ბასილაშვილს მასზე ბავშვის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კონფლიქტში ყოფილი მამამთილიც იყო ჩართული. ბასილაშვილის ოჯახი კი დაპირისპირების მიზეზად შანტაჟს ასახელებს და ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებობს ოფიციალური კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სპორტსმენი […]

“ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას”

ნიკა ბასილაშვილის ოჯახმა 21 მაისს მომხდარი სკანდალის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე, ცდილობს, ნიკოლოზს […]

ნეკა დოროყაშვილი – “ნიკა ბასილაშვილი ფიზიკურად გამისწორდა, როცა ბავშვის წამოსაყვანად მივედი”

ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ჩოგბურთელს არასრულწლოვნის თანდასწრებით, ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. “კურიერმა” ცოტა ხნის წინ დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი ჩაწერა. მას ახლა ექსპერტიზა უტარდება, ამ პროცედურის გავლამდე კი ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ “კურიერს” დეტალები გაუმხილა და ძალადობაში ყოფილი მეუღლე და მამამთილი დაადანაშაულა. ნეკა დოროყაშვილმა “კურიერთან” საუბრისას დაპირისპირებაზე, რომელიც 2 დღის მოხდა […]

ნოდარ ბასილაშვილი – “ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა…”

საქართველოს პირველი ჩოგნის, ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ყოფილი რძლის ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს უარყოფს. ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. “ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა… ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი […]

ნეკა დოროყაშვილი – “ნიკა ბასილაშვილის მამა ნაჯახით ხელში გამომეკიდა”

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია. ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. “ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე […]

ნიკა ბასილაშვილი 100.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის,  მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო,პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. „დანაშაულს არ აღიარებს, […]

ნიკა ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის, ცემისთვისაა დაკავებული

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკა ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკა ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის […]

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია

ცნობილი ჩოგბურთელი  ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. მას ყოფილ ცოლზე ძალადობა ბრალდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ცნობილი სპორტსმენის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არც ოჯახის წევრები და არც ადვოკატები საუბრობენ. მთავარი

რუსთავში სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და1990 წელს დაბადებული ჯ.მ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, […]