შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ.დ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.
კატეგორია: სამართალი
“მამუკა ჯიბლაძე შვილის მკვლელობისთვის რომ დაუკავებიათ, უკითხავს, მოვკალიო?”
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზედიზედ მომხდარი მკვლელობების მორიგი მსხვერპლი სოფელ შუაამაღლების მკვიდრი ილია ჯიბლაძეა, რომელიც 49 წლის მამამ, მამუკა ჯიბლაძემ გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: “გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო […]
ჩოხატაურში აფეთქება მოხდა
ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩასხვრეულია მინები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პირველი არხი
ჩოხატაურში შვილის მკვლელობისთვის დააკავეს მამა, რომელიც ყანაში იმალებოდა – ვიდეო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში შვილის მკვლელობისთვის პოლიციამ 49 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინა, რომ […]
26 წლის ავთო კალანდაძე ნათესავმა 30.000 დოლარის გამო მოკლა
21 მაისს სოფელ გუთურში 26 წლის ავთო კალანდაძე ვალის გამო სასიკვდილოდ ნათესავმა გაიმეტა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას ახლობლებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი უძღოდა, რის შემდეგაც სანადირო თოფით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლთან სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ესროლა. მოკლულის ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ გაიგეს ორი გასროლის ხმა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი 30 ათასი […]
26 წლის ავთო კალანდაძის მკვლელობისთვის შ.ჯ. დააკავეს
პოლიციამ ჩოხატაურში 26 წლის ავთო კალანდაძის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]
ჩოხატაურში 49 წლის მამამ 29 წლის შვილი მოკლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას […]
მოკლული ავთო კალანდაძის ფოტო მკვლელმა ავთოს მშობლებს გადაუგზავნა
26 წლის ავთო კალანდაძე, სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში დღის პირველ საათზე მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, კალანდაძე მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს კი ოჯახის ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდა. “კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. საქმე ოჯახებს […]
საბერძნეთის პოლიციამ 9 ქართველი კრიმინალი დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ „ქართული კრიმინალური დაჯგუფების“ 9 წევრი დააკავა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, შიდა ინფორმატორებისგან იღებდნენ ინფორმაციას გასაძარცვი ბინების თაობაზე, შემდეგ მათ ნიშნავდნენ და მოგვიანებით ძარცვავდენ. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია 8 მამაკაცი და 1 ქალი. მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისთვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ. იპნ
ჩოხატაურში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს – მკვლელი ამბობს, რომ შური იძია
ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, 26 წლის მამაკაცი ვალის გამო მოკლეს. მკვლელი მასთან 20 მაისს ღამე მივიდა, სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა და მოკლა. ამის შემდეგ მკვლელმა მსხვერპლის ნათესავებს დაურეკა და უთხრა, რომ მან საბოლოოდ ოჯახზე შური იძია. […]








