კატეგორია: სამართალი

მთვრალმა მ.ა-მ ჯერ შვილი ცემა, მერე მამა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს. მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში. ​დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ […]

საჩხერეში ბ.გ-მ ჯერ ხ.ც.დაჭრა, შემდეგ კი პოლიციელს თავს დაესხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს – 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში […]

ჭიათურაში სარდაფში პოლიციამ ავტომატები, ხელყუმბარები, პისტოლეტები და ვაზნები იპოვა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს […]

ზაქათალაში 18 წლის ილია ჭავჭავაძე მოკლეს

14 მაისს, აზერბაიჯანის ისტორიულ ქართულ კუთხეში – საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 18 წლის ქართელი სტუდენტი ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებზე დაყრდნობით საინგილოს მკვლევარმა სერგი კერესელიძემ აცნობა. გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და სუპერმარკეტ “სპარში” მუშაობდა. საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა და სამი ჭრილობიდან ერთ-ერთი […]

ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

გენერალურმა პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირები შეუთანხმდნენ რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს მიადგა 3.558.799 ლარის […]

ამირან ქადაგიშვილის და მისი შვილის სასარგებლოდ სტრასბურმა საქართველოს 12.000-12.000 ევროს გადახდა დააკისრა

2020 წლის 14 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება მომჩივნების – ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე მომჩივანი -მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის – არჩილ ქადაგიშვილის (მესამე მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი […]

თეკლა დავითულიანმა 3.000 ლარით დაჯარიმება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე თეკლა დავითულიანს უარი უთხრა სარჩელის არსებითად განხილვაზე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც 4 აპრილს სამ მეგობართან ერთად შეკრებისთვის დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. თეკლა დავითულიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტი კიდევ ოთხმა მოქალაქემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოქალაქე თეკლა დავითულიანი მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ იყო დაცული […]

სიმონ ავალიანი ციხეში წელიწადნახევარი უდანაშაულოდ იჯდა – ის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა

სიმონ ავალიანი უდანაშაულო პატიმარია, რომელმაც ციხეში წელიწადნახევარი გაატარა. მისი ადვოკატი სამართალდამცავებს მოწმეებზე ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, სამართალდამცველებმა სიმონ ავალიანის საწინააღმდეგო ჩვენებები მოწმეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური  ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. პატიმარი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებდა ცრუ მოწმეების ჩვენებებით. სასამართლოში ნათლად დადასტურდა, რომ ყველა ჩვენება იყო ცრუ ჩვენება და ამ მოწმეებზე თავის […]

სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

სამტრედიაში კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზია “ალტჰაუსიდან” წაღებულია მობილური ტელეფონები. დილით ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, მაგრამ მომხდარის შესახებ მეტი დეტალი ცნობილი არ არის. თუმცა თავად მაღაზიის თანამშრომლის თქმით, დღეს ხელმძღვანელმა ტექნიკის აღსაწერად გამოიძახა და მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რუსთავი 2

ოზურგეთის ცენტრში “გაყინული ქათმები” მოიპარეს

ქურდობა მოხდა დღეს ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორაზე. როგორც “გურიის ოამბეს” ატყიბინებენ, ქურდობა სავარაუდოდ, დღეს ადრე დილით, კომენდანტის საათის მიმდინარეობისას მოხდა. გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ე.წ. “ქათმების” მაღაზია გატეხეს და დიდი რაოდენობით “გაყინული ქათმები” მოიპარეს.