კატეგორია: სამართალი

კოსტავაზე ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა

კოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლომბარდში მისმა ცოლმა აღმოაჩინა. მანამდე, 51 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე სერგო ბლიაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარანტინის რეჟიმში მას ლომბარდი დაკეტილი ჰქონდა. შესაბამისად, სწორედ დაკეტილ ლომბარდში მისულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვენები გადაიჭრა. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით […]

კოსტავას ქუჩაზე, ლომბარდში, მოკლული მამაკაცი იპოვეს

სამართალდამცავებმა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში მოკლული მამაკაცი იპოვეს. არსებული ინფორმაცით, ლომბარდი, სადაც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, თავად გარდაცვლილს ეკუთვნოდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათი ინფორმაციით, ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი მივიდა და ცხედარი სწორედ მან აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს. „რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან […]

“ცეზარი აფხაზეთსა და ოსეთში რომ იბრძოდა, მაშინ რატომ არ ერჩოდნენ?!”

უკრაინის მიერ საქართველოსთვი გადმოცემული ცეზარ ტოხოსაშვილის ოჯახი სოფელ ჯოყოლაში ცხოვრობს. “კურიერის” გადამღები ჯგუფი დაკავებულის დედას და მეუღლეს ესაუბრა. ოჯახში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ ცეზარ ტოხოსაშვილის მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი უმუშევრობა გახდა, რის გამოც ქვეყანა დატოვა და თურქეთში სამუშაოდ წავიდა , თუმცა მათ ამ დრომდე არ იციან, მოგვიანებით როგორ აღმოჩნდა უკრაინაში და რატომ მოხდა დააკავეს ტოხოსაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა. […]

უკრაინამ საქართველოს ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, გადასცა – ვიდეო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, […]

“ოთარ ფარცხალაძეს დაჭერილ ძმასთან წლებია, ურთიერთობა არ აქვს”

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმას, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. თორნიკე ფარცხალაძეს ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი გენპროკურორის ძმას, ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოჩნდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, მისი დაკავება კი სწორედ ამ უწყების თანამშრომლებმა განახორციელეს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ის ორი დღის წინ დააკავეს, თუმცა ეს […]

11 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ბესიკ ივანაშვილია დაკავებული

საჩხერეში, 11 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბესიკ ივანაშვილია. 30 წლის ბიზნესმენი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია. შვილის დაკავებას ადასტურებს ივანაშვილის მამა, თუმცა მან არ იცის, რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი. ბესიკ ივანაშვილი ბიზმესმენია. მისი სახელი საეჭვო ტენდერებშიც ფიგურირებს. ის ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იგებდა ტენდერებს იმერეთის […]

საჩხერეში 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის ბ.ი. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ […]

ადვოკატები 18 მაისს გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატები, 18 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, ისინი სასამართლოს გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატის თქმითვე, რურუას პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობს, ვინაიდან მოწმეთა უმეტესობა უკვე დაკითხულია. ამასთან, საძაგლიშვილი აცხადებს, […]