სიმონ ავალიანი ციხეში წელიწადნახევარი უდანაშაულოდ იჯდა – ის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა

სიმონ ავალიანი ციხეში წელიწადნახევარი უდანაშაულოდ იჯდა - ის უზენაესმა სასამართლომ გაამართლასიმონ ავალიანი უდანაშაულო პატიმარია, რომელმაც ციხეში წელიწადნახევარი გაატარა.

მისი ადვოკატი სამართალდამცავებს მოწმეებზე ძალადობაში ადანაშაულებს.

ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, სამართალდამცველებმა სიმონ ავალიანის საწინააღმდეგო ჩვენებები მოწმეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური  ზეწოლის შედეგად მოიპოვეს.

პატიმარი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა.

ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებდა ცრუ მოწმეების ჩვენებებით. სასამართლოში ნათლად დადასტურდა, რომ ყველა ჩვენება იყო ცრუ ჩვენება და ამ მოწმეებზე თავის დროზე, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან განხორციელდა ძალადობა, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
საუბარია ბათუმში, 2017 წელს ანზორ კონცელიძის  მკვლელობაზე, რის გამოც სიმონ ავალიანი ჯერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, საბოლოოდ, პატიმრობა კონცელიძის ცემისთვის მიუსაჯეს.

თუმცა გაირკვა, რომ კონცელიძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ავარიას წინ უსწრებდა კონცელიძესა და ავალიანს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

მთავარი