ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ექიმის მიერ საკარანტინე ზონაში მყოფი ქალის სექსუალური შევიწროვების ფაქტს ასაჯაროვებს და დეტალებს “მთავართან” ჰყვება. იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ექიმმა სექსუალურად კოვიდ-19-ზე შემოწმებისას შეავიწროვა. ბაია პატარაიას ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია სახალხო დამცველი და საქმის შესწავლაც დაწყებულია. საფარის დირექტორი ლოგიკურად ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა პირველი არ იყოს ზემოთხსენებულ ექიმთან მიმართებაში და მისთვის […]
კატეგორია: სამართალი
გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მსჯავრდებულებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მისცეს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსჯავრდებულებმა აღნიშნული ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს. „რასაც 15 წლის შემდეგ ამბობდნენ გამოძიებაში, იგივე ჩვენება მისცეს ახლაც, საპროცესო […]
„რატომ იმართება ოქრუაშვილის პროცესები დაჩქარებულად“
„ცხადია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური დადგება”,- აცხადებს ჩალაგაშვილი. 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ქვეყანაში, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე დაწესებულო საგანგებო რეჟიმის პირობებში, როცა პროცესების უმეტესობა გადაიდო, უცნობია, რა მიზანს ემსახურება ოქრუაშვილის პროცესების თითქმის ყოველდღე, დაჩქარებული წესით გამართვა.„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლე განაჩენის […]
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30 დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს […]
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, ირაკლი ოქრუაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს. „მტკიცებულებებით განაჩენი რომ არ დადგება, ეს ყველასთვის გასაგებია. მტკიცებულებები არც ჰქონიათ, რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ განაჩენის გამოტანას ჩქარობენ, […]
მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო – ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა
ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი […]
ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს
შსს-მ კომენდატის საათის ორი ღამის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.კერძოდ, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა. […]
გორში ცოლის ცემისთვის ჯ.ბ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ. არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, […]








