კატეგორია: სამართალი

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს - "გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, ირაკლი ოქრუაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს. „მტკიცებულებებით განაჩენი რომ არ დადგება, ეს ყველასთვის გასაგებია. მტკიცებულებები არც ჰქონიათ, რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ განაჩენის გამოტანას ჩქარობენ, […]

მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო – ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა

მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო - ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა

ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი […]

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე წაღებულია სანთლისა და სებისკვერის თანხა. ადგილობრივი მრევლის ინფორმაციით, ეკლესიის გასაღებად მისულ მესანთლეს ტაძარი გატეხილი დახვდა. ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. რუსთავი 2

შსს-მ კომენდატის საათის ორი ღამის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა  

შსს-მ კომენდატის საათის ორი ღამის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა   

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.კერძოდ, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა. […]

გორში ცოლის ცემისთვის ჯ.ბ. დააკავეს – ვიდეო

გორში ცოლის ცემისთვის ჯ.ბ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ. არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, […]

თბილისში ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

მარნეულში მაღაზია გაქურდეს

მარნეულში მაღაზია გაქურდეს

მარნეულში, სადაც კარანტინის უმკაცრესი ზომები მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, საკვები და ნისიის რვეულიც კი. მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა გატეხეს კარი და ჩაამტვრიეს შუშები. მეპატრონე ამბობს, რომ დილითვე დაურეკა პოლიციას, თუმცა საპატრულო პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. “გუშინ ღამით გაქურდეს მაღაზია, სალაროდან დიდი რაოდენობის თანხა, პროდუქტები და ნისიების რვეულიც კი წაიღეს. დილის 8 […]

ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოედანზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან. გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და მიუთითა, რომ საგანგებო […]

ენზელ მკოიანი – “პატრიოტთა ალიანსის წევრმა სამველ პეტროსიანმა ჩემი მოკვლა სცადა”

ენზელ მკოიანი - "პატრიოტთა ალიანსის წევრმა სამველ პეტროსიანმა ჩემი მოკვლა სცადა"

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს. „ინტერპრესნიუსი“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება […]