თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
კატეგორია: სამართალი
მარნეულში მაღაზია გაქურდეს
მარნეულში, სადაც კარანტინის უმკაცრესი ზომები მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, საკვები და ნისიის რვეულიც კი. მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა გატეხეს კარი და ჩაამტვრიეს შუშები. მეპატრონე ამბობს, რომ დილითვე დაურეკა პოლიციას, თუმცა საპატრულო პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. “გუშინ ღამით გაქურდეს მაღაზია, სალაროდან დიდი რაოდენობის თანხა, პროდუქტები და ნისიების რვეულიც კი წაიღეს. დილის 8 […]
ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს
ქუთაისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოედანზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან. გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და მიუთითა, რომ საგანგებო […]
ენზელ მკოიანი – “პატრიოტთა ალიანსის წევრმა სამველ პეტროსიანმა ჩემი მოკვლა სცადა”
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს. „ინტერპრესნიუსი“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება […]
მკვლელობის მცდელობისთვის ტ.ბ.-ს 7 წელი მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, […]
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. “პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში […]
შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით 23 წლის ივანე ნოზაძეა დაკავებული
ენითაღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის სოფელ ვეჯინში. პოლიციამ 23 წლის ივანე ნოზაძე თავისი 3 თვის ჩვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით დააკავა. აღსანიშნავია, რომ დანით თვითდაზიანება მუცლის არეში დაკავებულმაც მიიყენა. სამწუხაროდ, ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა ქალი და თავად ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშული ცხელ კვალზე გაიხსნა. ივანე ნოზაძეს ბრალი […]
ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
გურჯაანში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ – მკერდის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა. შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა, 24 წლის ი.ნ-მ მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია მოთავსებული. ცნობისთვის, მკვლელობა გურჯაანის […]










