კატეგორია: სამართალი

ილია ჯიშკარიანი – ”ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ” – სასამართლო 11 დეკემბრამდე გადაიდო

ილია ჯიშკარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “ქართული ოცნების“ დეპუტატი თანამშრომელზე ძალადობის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს. საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ. ბრალდებისა და დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინეს. მათ შორის, “კურიერმა“ ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. პოლიციელების სამხრე კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ასახავს თამთა თოდაძის პირველ ჩვენებას, რომელიც მან სამართალდამცველებს […]

ნიკოლოზ ქუმსიაშვილის მკვლელობის ბრალდებით ალექსანდრე ტოგონიძეა დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ალექსანდრე ტოგონიძე. ბრალდებული საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, მან გასულ წელს ბიზნესპარტნიორი 42 წლის ნიკოლოზ ქუმსიაშვილი სანადირო თოფით მოკლა, ცხედარი კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. საზარელი მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტში მოხდა. […]

ა.ტ.-ს ბრალად ედება, რომ ბიზნესპარტნიორი ნ.ქ. მოკლა, ცხედარი კასრში ჩააგდო, ცეცხლი წაუკიდა და რიონში გადააგდო – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ. მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „2018 წლის მაისში, ვანის […]

კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მანქანაში ჩაცხრილეს

2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ქართველი ბიზნესმენი, ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. როგორც გავარკვიეთ, მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. kvirispalitra.ge დაუკავშირდა კიევის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა, რომ დავითაშვილი ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები […]

ნიკა მელიას ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეში 25.000 ლარი ჯარიმა დაეკისრა და 2 წლის და 3 თვის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25.000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა […]

ვისი მუთოშვილის მკვლელობისთვის არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისი მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი – 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი. “ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც […]

პროკურატურა – ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. შესაბამისი კითხვით, „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განცხადებას გააკეთებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის […]

დუშეთში 25 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლიქოკის ხეობაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლამდე ქალმა საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 2020 ნიუსი

ფოთში ინკასატორზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დაკავებული ორი პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ […]

“7 წლის წინ თვითმკვლელობა სცადა” – 32 წლის ალექსანდრე ნადირაძეს მეორე დღეა, ეძებენ

სამტრედიის სოფელ საჯავახოში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ. 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს, სადაც მისი ტანსაცმელი იპოვეს. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია აცხადებს, დაკარგულს 7 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. “როცა სოფლის მოსახლეობამ აღმოაჩინა ტანსაცმელი, 32 წლის ახალგაზრდა ბიჭის, ალექსანდრე ნადირაძის, რომელიც სავარაუდოდ მდინარე რიონში დაიხრჩო, მაშინვე შეგვატყობინეს სოფლიდან და სამაშველო […]