სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – “ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი ხოლო, დაშავებულია რამდენიმე პირი. მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი ბარათაშვილს 56 წლის ქალის მკვლელობისთვის კვიპროსში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
სამუდამო პატიმრობა გიორგი ბარათაშვილს – კვიპროსის სასამართლომ 40 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გასული წლის ნოემბერში 56 წლის ქალს მანქანაში დანით 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და 1.500 ევრო მოიპარა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. რუსთავი 2
ცაგერში მოკლული პოლიციელი “ოცნების” დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა – მკვლელობის ახალი დეტალები
საზარელი მკვლელობა ცაგერში. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული “ქართული ოცნების” დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა. […]
2 ქართველს საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადეს და სასიკვდილოდ ცემეს
26 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ათენის გაერთიანებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 2 ქართველ მამაკაცს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს 19 და 20 წლის იყვნენ, აგრეთვე, მესამეს, რომელმაც გაქცევა და მიმალვა შეძლო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ (5 ხმა – 2-ის წინააღმდეგ) ათენში ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობისა და გაძარცვისთვის. ამის თაობაზე ბერძნული მედია წერს. დანაშაული 2011 წლის 3 […]
ცაგერში 2 პოლიციელი მოკლეს
ცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ ერთმანეთს ესროლეს. თუმცა ეს ვერსია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. იპნ
პატიმრების შეწყალების პროცესი 2021 წლამდე შეჩერდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა – ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. “ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის […]
თბილისში, ლიეტუვას საელჩოსთან, მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ლიეტუვას საელჩოსთან მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რამდენიმე ტყვიია აქვს მოხვედრილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მამაკაცის დაჭრას “ნიუპოსტთან” ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.
გორში რესტორანში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს – „კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე”
გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. 18 წლის დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა. „კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა […]
აფხაზეთში სამმა სომეხმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და სასტიკად აწამა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ პშაპში მოხუცი ქალის დაყაჩაღების ბრალდებით, სამი ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს განცხადებით, 81 წლის ქალზე ჯგუფური ყაჩაღობა 19 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. თავდასხმაში ბრალდებულები გოგონები არიან – 1994 წელს დაბადებული კარინა ტოროსიანი, 1999 წელს დაბადებული ედუარდა ჯანსუზიანი და 2003 წელს დაბადებული ანგელინა კეშეშიანი. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, სამივე გულრიფშის რაიონში ცხოვრობს […]
დიდუბეში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
დაჭრა დიდუბეში – 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში მიაყენეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. “პაციენტს მარცხენა მხრის სახსრის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს დამატებითი […]










